უკრაინაში ბრიტანელი ყოფილი ჯარისკაცი დაიღუპა - კვირის პალიტრა

უკრაინაში ბრიტანელი ყოფილი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს ბრიტანელი ყოფილი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი მის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია წერს, ჯორდან გეთლიმ, რომელმაც მარტში დატოვა ბრიტანეთის არმია, ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლაში დაიღუპა, რომელიც ბოლო დღეებში ინტენსიური ბრძოლების ადგილია.

ის მეორე ბრიტანელია, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის დასაცავად დაიღუპა.

IPN