20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება - კვირის პალიტრა

20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ბათუმში მშენებარე კორპუსთან დაშავებულ 20 წლის ბიჭს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 20 წლის ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, გუშინ კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად, მოქალაქემ თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ფაქტზე, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

IPN