"ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში აგორებული საქმე... ფაქტია, რომ ჭიანურდება ძალიან" - კვირის პალიტრა

"ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში აგორებული საქმე... ფაქტია, რომ ჭიანურდება ძალიან"

სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თის, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათი საქ­მის გან­ხილ­ვა ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

მე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით­ვე, საქ­მე, რო­მელ­საც ახლა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს, თა­ვი­დან­ვე პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი და არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო.

"რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვის და­ი­ბა­რე­ბენ, ვის და­კი­თხა­ვენ, ჩვენ­თვის წი­ნას­წარ უც­ნო­ბია. რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი, ეს კი­თხვა მეც მაქვს, შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცას ვფიქ­რობ­დე, მაგ­რამ არ მინ­და წინ გა­ვუს­წრო რა­ღაც მოვ­ლე­ნებს. ფაქ­ტი ისაა, რომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა ძა­ლი­ან. მოწ­მე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რია, რო­დის მორ­ჩე­ბა ეს და­კი­თხვე­ბი, არ ვიცი.

სა­კი­თხის ანა­ლი­ზი იმის თქმის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს, რომ სა­ერ­თოდ ამ საქ­მის წა­მო­წყე­ბა იყო თუ არა გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ეს იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში აგო­რე­ბუ­ლი საქ­მე და ძა­ლი­ან ცუდი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი იყო ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ვფიქ­რობ, უფრო პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი საქ­მე იყო, არა უშუ­ა­ლოდ ჩემ მი­მართ, არა­მედ მთლი­ა­ნად ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. რა­ტომ უნდა აწყობ­დეთ ამ საქ­მის დამ­კვე­თებს ასე სწრა­ფად მორ­ჩე­ნა",- გა­ნა­ცხა­და მე­ლაშ­ვილ­მა.

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღე­ი­დან ე.წ. კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა გა­ნახ­ლდე­ბა. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს გა­მო­იკ­ვლე­ვენ.

ცნო­ბის­თვის, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა და­ა­კა­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გან­ზრახ, ზემ­დგო­მი პი­რე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებ­დნენ.

ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­სუ­ლი 2021 წლის 28 იან­ვარს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 20 000-20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ შე­უც­ვა­ლა.