საათი, რომელმაც სტიქიის ზონაში პირველი სიკვდილი დააფიქსირა - უცნაური სიმბოლური დამთხვევა ზოოპარკში - კვირის პალიტრა

საათი, რომელმაც სტიქიის ზონაში პირველი სიკვდილი დააფიქსირა - უცნაური სიმბოლური დამთხვევა ზოოპარკში

13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ი­დან შვი­დი წელი გა­ვი­და. სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 22 ადა­მი­ა­ნი და და­ზა­რალ­და ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე. სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ​სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, გზე­ბი, ხი­დე­ბი, გვი­რა­ბე­ბი, საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი. მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა "მზი­უ­რი­სა" და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რია.

გოგა ჩა­ნა­დი­რი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ყო­ველ­დღე, ხე­ლებ­და­კა­პი­წე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და. იხ­დი­და რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ, ასე­ვე პრო­ფე­სი­ულ ვალს.

მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა მხო­ლოდ უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას თუ უნა­ხავს და ფო­ტო­ზე აღუ­ბეჭ­დავს, თბი­ლის­ში კი, რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფი ამ­ბობს, მსგავს სა­ში­ნე­ლე­ბას არც შეს­წრე­ბია.

AMBEBI.GE-ის არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ჩა­ნა­დი­რის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც უმ­ძი­მეს დღე­სა და უც­ნა­ურ დამ­თხვე­ვა­ზე სა­უბ­რობს:

- სტი­ქი­ის შემ­დეგ, მე­ო­რე ღა­მეს ჩა­მო­ვე­დი და რო­დე­საც ორ­შა­ბათს, ქა­ლა­ქის ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი, უკვე გა­აზ­რე­ბუ­ლი მქონ­და, რა ტრა­გე­დია და­ა­ტყდა ჩვენს დე­და­ქა­ლაქს, ქვე­ყა­ნას...

რაც იქ დამ­ხვდა, თვა­ლე­ბი­დან ახ­ლაც არ ამომ­დის და ალ­ბათ, ვერც ვე­რას­დროს და­ვი­ვი­წყებ. თა­ვი­დან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა არ მი­ფიქ­რია და სიმ­ბო­ლუ­რად, მხო­ლოდ ორი-სამი კად­რი გა­და­ვი­ღე, გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩა­ვერ­თე, სა­დაც უამ­რა­ვი გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მათი საქ­ცი­ე­ლი ბევ­რის­თვის გა­დამ­დე­ბი და მი­სა­ბა­ძი აღ­მოჩ­ნდა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხვდი, რომ ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ხელ­ში მა­ინც უნდა ამე­ღო, ის­ტო­რი­ის­თვის და პი­რა­დი არ­ქი­ვის­თვი­საც სჯობ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მე­ღო. თან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფო­ტოს დიდი მეხ­სი­ე­რე­ბის უნა­რი აქვს და გა­ცი­ლე­ბით მეტს ჰყვე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მე­ტად გად­მოს­ცემს ამ­ბებს, ვიდ­რე ტექ­სტი...

- და მო­ხა­ლი­სე­ო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მე ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სე...

- კი, თან, ვმუ­შა­ობ­დი სტი­ქი­ის სხვა­დას­ხვა ზო­ნა­ში - ზო­ო­პარ­კი, მზი­უ­რი, ტე­ლე­ვი­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, თვი­თონ ვე­რეს ხე­ო­ბა - ვი­ღებ­დი და ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმ ადა­მი­ა­ნე­ბით, ვინც იქ გუ­ლან­თე­ბუ­ლი მუ­შა­ობ­და. ასე­ვე იმ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ, თა­ვი­ანთ გა­ნად­გუ­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­ღაც აღედ­გი­ნათ, შლა­მის­გან გა­ეწ­მინ­დათ და გა­ე­სუფ­თა­ვე­ბი­ნათ.

რო­დე­საც წლე­ბის წინ თბი­ლის­ში მი­წისძვრა მოხ­და, მახ­სოვს, მა­ში­ნაც ავ­ლა­ბარ­ში კარ­და­კარ და­ვი­ა­რე და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხე­ბი - ისი­ნი სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ას ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ ზა­რა­ლი აღე­ნუს­ხათ. გააგრძელეთ კითხვა