"ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ, დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!" - კვირის პალიტრა

"ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ, დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!"

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ მა­ტან­თან გვი­ან ღა­მით მოხ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ავა­რი­ას ემსხვერ­პლა 50 წლამ­დე გე­ბიშ ხან­გოშ­ვი­ლი, პან­კი­სის უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რის ხასო ხან­გოშ­ვი­ლის შვი­ლი.

მომ­ხდა­რის თა­ობ­ზე მწე­რა­ლი, ფოლკ­ლო­რის­ტი ამი­რან არა­ბუ­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს;

"გუ­შინ პან­კის­ში, გე­ბი­შა ხან­გოშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, პა­ტი­ე­ბის არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი რი­ტუ­ა­ლი ჩა­ტარ­და: ხასო ხან­გოშ­ვილ­მა პან­კი­სის ხე­ო­ბის თვალ­წინ, დი­დძა­ლი ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით, თა­ვი­სი მემ­კვიდ­რის უნებ­ლიე მკვლე­ლო­ბა აპა­ტია მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის მცხოვ­რებს! ავ­ტო­მან­ქა­ნის წინ­და­უ­ხე­დავ მარ­თვას ემსხვერ­პლა ხუთი შვი­ლის მამა, სი­კე­თით გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­მა­გა­ლი­თო ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და აღ­ზრდი­ლი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი... და ვი­ნა­ი­დან სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ბრმა შემ­თხვე­ვი­თო­ბად ჩათ­ვა­ლეს, მკვლე­ლი­სა და მოკ­ლუ­ლის მა­მის ხან­მოკ­ლე დი­ა­ლოგ­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­უს­ვა წერ­ტი­ლი ორ გვარს შო­რის მტრო­ბი­სა და შუ­რის­გე­ბის შე­საძ­ლო გაგ­რძე­ლე­ბას. გუ­ლის დუ­ღილს ცივი გო­ნე­ბით გან­სჯამ აჯო­ბა და წესჩ­ვე­უ­ლე­ბის ხალ­ხურ­მა ნორ­მამ უმაღ­ლე­სი ჰუ­მა­ნიზ­მის სა­სარ­გებ­ლოდ თქვა თა­ვი­სი გა­დამ­წყვე­ტი სი­ტყვა...

დუ­ი­სის მწუ­ხა­რე, და­ძა­ბუ­ლი დღე მშვი­დად და­ღამ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ჩა­უ­რევ­ლად მოგ­ვარ­და ურ­თუ­ლე­სი სა­კი­თხი. ხასო ხან­გოშ­ვი­ლი - ქის­ტე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის გან­მა­სა­ხი­ე­რე­ბე­ლი უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რი - სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებ­და!"

"კვირის პალიტრა" უსამ­ძიმ­რებს ხან­გოშ­ვი­ლე­ბის ოჯახს მომ­ხდარ ტარ­გე­დი­ას.

წყარო