"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესება შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებენ და განაწყობენ, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, არავის არაფერი გამოუვა" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესება შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებენ და განაწყობენ, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, არავის არაფერი გამოუვა"

"ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე იმას ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესება შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, რომ ტყუილად ცდილობენ ამას და არავის არაფერი გამოუვა", - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს მისი პოლიტიკაში შემოსვლა და „ნაციონალური მოძრაობის „მოცილება“ იყო.

„რეზოლუციის ტექსტის თითოეული სიტყვა სამარცხვინოა, რომ გვეუბნებიან, თითქოს ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც, რა თქმა უნდა, გააკეთებს: ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატო-ს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება, ხელშეწყობა, თუნდაც ცენტრალური პარკის მშენებლობა, უნივერსიტეტის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო და ის დამოკიდებულება რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესების შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, რომ ამას ტყუილად ცდილობენ და არავის არაფერი გამოუვა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, ჩემი აზრით, რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და ქვეყნისთვის იმ ბოროტების მოცილება, ქვეყნის იმ მტრების მოცილება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით იყო წარმოდგენილი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

IPN