"რუსეთმა დაიწყო ძალიან ძლიერი იარაღის, თერმობარული ბომბების გამოყენება, რომელიც ფაქტობრივად, მასობრივი განადგურების იარაღს წარმოადგენს" - ფინეთის პრეზიდენტი - კვირის პალიტრა

"რუსეთმა დაიწყო ძალიან ძლიერი იარაღის, თერმობარული ბომბების გამოყენება, რომელიც ფაქტობრივად, მასობრივი განადგურების იარაღს წარმოადგენს" - ფინეთის პრეზიდენტი

ჩვენ უკრაინას სულ უფრო და უფრო მძიმე იარაღით ვეხმარებით, მაგრამ რუსეთმა ასევე დაიწყო ძალიან ძლიერი იარაღის გამოყენება, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ბოლოდროინდელ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა.

ნიინისტოს თქმით, რუსეთის შემთხვევაში მძიმე იარაღი, რომელსაც იყენებენ, არის თერმობარული ბომბები.

„ჩვენ უკრაინას სულ უფრო და უფრო მძიმე იარაღით ვეხმარებით, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთმა ასევე დაიწყო ძალიან ძლიერი იარაღის გამოყენება, თერმობარული ბომბების, რომელიც ფაქტობრივად, მასობრივი განადგურების იარაღს წარმოადგენს“, - განაცხადა ნიინისტომ.

მედიის ცნობით, თერმობარული, იგივე ვაკუუმის ბომბები უფრო დამღუპველია, ვიდრე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი საშუალებები.

IPN