"ერთ დღეს მი­რე­კავს ჩემი მე­გო­ბა­რი და მე­უბ­ნე­ბა, შენ იმ ფართს მა­ინც არ გა­მო­ი­ყე­ნებ, მოდი, გა­ყი­დე..." - როგორ გამოიყურება ირმა სოხაძის "სამფლობელო" ვაკეში? - კვირის პალიტრა

"ერთ დღეს მი­რე­კავს ჩემი მე­გო­ბა­რი და მე­უბ­ნე­ბა, შენ იმ ფართს მა­ინც არ გა­მო­ი­ყე­ნებ, მოდი, გა­ყი­დე..." - როგორ გამოიყურება ირმა სოხაძის "სამფლობელო" ვაკეში?

ვა­კის პარ­კის მხრი­დან აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე რომ შე­უხ­ვევთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, შე­მაღ­ლე­ბულ­ზე მდგო­მი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი არ შე­ამ­ჩნი­ოთ, რო­მელ­საც ისე­თი შე­სას­ვლე­ლი აქვს, ნამ­დვი­ლად ვერ იფიქ­რებთ, თუ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში მოხ­ვდით. სა­დარ­ბა­ზო - ეს სი­ტყვა ნამ­დვი­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ სივ­რცეს, სა­დაც კონ­სი­ერ­ჟი გუ­ლი­თა­დად გხვდე­ბა და მი­გას­წავ­ლის, საით უნდა წახ­ვი­დე კონ­კრე­ტულ მო­ბი­ნად­რეს­თან მო­სახ­ვედ­რად. ლიფ­ტამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა დიდი და ლა­მა­ზი სარ­კე­ე­ბი­თაა დამ­შვე­ნე­ბუ­ლი.

ამ სი­ლა­მა­ზის თვა­ლი­ე­რე­ბით გარ­თუ­ლი მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავე­დი, სა­დაც ჩემი მას­პინ­ძე­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი და მუ­დამ მო­ღი­მა­რი ირმა სო­ხა­ძე ხა­ლი­სით შე­მო­მე­გე­ბა. რეს­პონ­დენ­ტთან სა­უ­ბა­რი სწო­რედ პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით და­ვი­წყეთ:

- ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი კორ­პუ­სია სა­ცხოვ­რებ­ლად. სა­დარ­ბა­ზო - ამ სი­ტყვას ნამ­დვი­ლად ამარ­თლებს ჩვე­ნი შე­მო­სას­ვლე­ლი. ამ ტი­პის სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი მხო­ლოდ ძველ სახ­ლებ­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მა­გა­ლი­თად, სო­ლო­ლაკ­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე სახ­ლებს, ძი­რი­თა­დად, პა­ტა­რა სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი აქვს, ყო­ვე­ლი კვად­რა­ტუ­ლის ეკო­ნო­მი­ას აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი უფრო დიდი იყოს. ჩვე­ნი კორ­პუ­სის მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნია ყო­ჩა­ღი აღ­მოჩ­ნდა ამ მხრივ და არა მარ­ტო სა­დარ­ბა­ზო, სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბიც კარ­გად აქვთ და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

რა­ტომ დაბ­რუნ­და ვა­კე­ში სა­ბურ­თა­ლო­ზე 45-წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ?

- მე და­ვი­ბა­დე ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, შემ­დეგ გად­მო­ვე­დით აბა­ში­ძე­ზე და აქ გა­ვა­ტა­რე მთე­ლი ბავ­შვო­ბა. 47 წლის წინ რომ გავ­თხოვ­დი, ჩემი მე­უღ­ლე, რეზო, ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და სა­ბურ­თა­ლო­ზე, კერ­ძოდ, პე­კინ­ზე და ბუ­ნებ­რი­ვია, იქ გა­და­ვე­დი. სა­ბურ­თა­ლო შე­მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან და რო­დე­საც დად­გა დრო, რომ მე და რეზო ცალ­კე უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ცხოვ­რებ­ლად, ბახ­ტრი­ონ­ზე შე­ვა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი. ახ­ლაც გული მიჩ­ქარ­დე­ბა პე­კინ­ზე და ბახ­ტრი­ონ­ზე რომ გა­ვივ­ლი, მიყ­ვარს ყვე­ლა კუ­თხე, ყვე­ლა გოჯი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 45 წელი ვი­ცხოვ­რე იქ.

ბახ­ტრი­ონ­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ, პე­კი­ნის სახ­ლი გავ­ყი­დეთ და მომ­გე­ბი­ან ფა­სად, პე­კინ­ზე­ვე მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში 200 კვად­რა­ტულ­ზე მეტი ფარ­თი ვი­ყი­დეთ მე-12 სარ­თულ­ზე, მაგ­რამ რომ ავე­დი და ვნა­ხე, მივ­ხვდი, იქ ვე­რას­დროს ვი­ცხოვ­რებ­დი. ან რად გვინ­დო­და ამ­ხე­ლა ფარ­თი, გო­გო­ე­ბი უკვე გა­თხო­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ, მე და რე­ზოს კი ამ­ხე­ლა სახ­ლი არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბო­და. ერთ დღეს მი­რე­კავს ჩემი მე­გო­ბა­რი და მე­უბ­ნე­ბა, შენ იმ ფართს მა­ინც არ გა­მო­ი­ყე­ნებ, მოდი, გა­ყი­დე, აბა­ში­ძე­ზე შენ­დე­ბა ახა­ლი კორ­პუ­სი და იქ იყი­დე, თან დედ-მა­მის გვერ­დით და ჩვენ­თან უფრო ახ­ლოს იქ­ნე­ბიო. ჩემი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ვა­კე­ში ცხოვ­რობს და უნ­დო­დათ, მეც აქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

დავ­ფიქ­რდი, მი­ვე­დი, პრო­ექ­ტი ვნა­ხე და გავ­გიჟ­დი. ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­ხიბ­ლა იმან, რომ ეზო­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო აუზი. ფა­სიც მი­სა­ღე­ბი გახ­ლდათ, საკ­მა­ოდ იაფი ღირ­და და ვი­ყი­დეთ. ასე­თი ჭკვი­ა­ნუ­რი ჩემს სი­ცო­ცხლე­ში არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, ვგიჟ­დე­ბი, ისე მომ­წონს და მიყ­ვარს ეს სახ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კორ­პუ­სი ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, ძა­ლი­ან მშვი­დი სახ­ლია. რე­მონ­ტი კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თე, არ­სად მეჩ­ქა­რე­ბო­და, როცა ფული მქონ­და, ვა­კე­თებ­დი. ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ჭკუ­ი­თა და გე­მოვ­ნე­ბი­თაა შერ­ჩე­უ­ლი, არ მყო­ლია დი­ზა­ი­ნე­რი. ძი­რი­თა­დი დე­ტა­ლე­ბი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ აქ გად­მოს­ვლას არ ვჩ­ქა­რობ­დით მა­ინც. ბახ­ტრი­ონ­ზე გა­და­სა­რე­ვად ვი­ყა­ვით, რა გვეჩ­ქა­რე­ბა გა­დას­ვლა-თქო, ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ზა­ფხულ­ში ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი - ად­რი­ა­ნი და მაქ­სი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბახ­ტრი­ონ­ზე ყვე­ლას გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და მო­თავ­სე­ბა და სას­წრა­ფოდ გა­დავ­წყვი­ტეთ გად­მოს­ვლა. ვი­ყი­დე ფარ­დე­ბი, წა­მო­ვი­ღე ჩემი ელექტრო­პი­ა­ნი­ნო და გად­მო­ვე­დით, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ამ ზა­ფხულს სწრაფ ტემპში გად­მო­ვი­ნაც­ვლეთ ამ ბი­ნა­ში, რი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ... იხილეთ სრულად