კობში მიმდინარე მშენებლობაზე ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

კობში მიმდინარე მშენებლობაზე ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა

კობში მიმდინარე მშენებლობაზე ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას დაიღუპა.

ამავე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"