"დაიხურა "ვანოს შოუ", ჩემი გადაცემაც... ტყუილია, რომ ოქუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავარ არხში" არსებულ მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

"დაიხურა "ვანოს შოუ", ჩემი გადაცემაც... ტყუილია, რომ ოქუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავარ არხში" არსებულ მდგომარეობაზე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის გამო "მთა­ვარ არხში" მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე წერს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი აცხა­დებს, სტუ­დი­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არხს ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო და­ი­ხუ­რა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე და­ი­ხუ­რა რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა, მათ შო­რის თვი­თონ ნა­ნუ­კას გა­და­ცე­მა და "ვა­ნოს შოუ".

"ვა­ტყობ, ახლა ტყუ­ი­ლი და მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში აი­რე­ვა და ზო­გა­დად, ასეთ მო­მენ­ტებ­ში სა­ჭი­როა გახ­სნი­ლო­ბა და მო­გიყ­ვე­ბით დე­ტა­ლუ­რად რა ხდე­ბა ჩვენს თავს: "მთა­ვა­რი" შედ­გე­ბო­და სამი ოფი­სის­გან:

ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ოფი­სი, სა­დაც მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბია. ნი­უ­სი და დღის გა­და­ცე­მე­ბიბენტლის ოფი­სი, სა­დაც ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბია, ოღონდ სა­ღა­მოს ეთე­რე­ბივაშ­ლი­ჯვრის ოფი­სი, სა­ი­და­ნაც გა­დი­ო­და ფრო­დაქ­შე­ნის გა­და­ცე­მე­ბი შე­სა­ბა­მი­სად, აქე­დან გა­დი­ო­და ნი­კას გა­და­ცე­მაც, დი­ლაც, ვა­ნოც, მეც, ლე­ლაც, ექი­მე­ბიც. ერ­თად ვერ ვე­ტე­ო­დით ვერ­სად ტე­რი­ტო­რი­ის სიმ­ცი­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ზრდი­და ხარჯს. ტექ­ნი­კა ყველ­გან ნა­ქი­რა­ვე­ბი იდგა, გა­ნა­თე­ბა, სტუ­დი­ე­ბის აწყო­ბა... ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ი­ხუ­რა ვაშ­ლი­ჯვა­რი, ანუ სტუ­დია და­ი­ხუ­რა. და­გაბ­ნევთ ალ­ბათ ის, რომ დარ­ჩა თით­ქმის ყვე­ლა გა­და­ცე­მა, ქე­თის სამ­ზა­რე­უ­ლო, პუტ­კუ­ნე­ბი, ექი­მე­ბი, ლელა. არ­ხის ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, რომ ამ გა­და­ცე­მებს სპონ­სო­რე­ბით შე­ნახ­ვის რე­სურ­სი აქვთ. ასე­ვე, შე­უძ­ლი­ათ სტუ­დი­ის გა­რეთ გას­ვლა. ანუ, მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა ვაშ­ლი­ჯვრის ოფი­სი. და­ი­ხუ­რა ვანო. ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს მე არ გა­ვა­კე­თებ, ჯო­ბია ვა­ნოს­გან მი­ი­ღოთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ერ­თა­დერ­თი რაც ვა­ნო­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, არის ის, რომ ვა­ნომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით აშე­ნა ეს არხი. მე მი­ვი­ღე პა­სუ­ხი რომ სპონ­სო­რის მო­ძი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვა­ნოს გა­და­ცე­მა აუ­ცი­ლებ­ლად გავა ეთერ­ში. ჩემი გა­და­ცე­მაც და­ი­ხუ­რა. უბ­რა­ლოდ, ჩვენ გვყავ­და სპონ­სო­რე­ბი, უნდა და­ვა­მა­ტოთ კი­დევ ერთი, რომ ვი­არ­სე­ბოთ. დი­ლაც დარ­ჩა, მაგ­რამ სხვა ფორ­მა­ტით, უკვე ნა­ხეთ კი­დეც ეთერ­ში. ტყუ­ი­ლია ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ოქუ­აშ­ვილ­მა შე­ნო­ბი­დან გაგ­ვიშ­ვა. არა, მე­გობ­რე­ბო, პი­რი­ქით, ეს კაცი მხო­ლოდ გვეხ­მა­რე­ბა. უბ­რა­ლოდ, სტუ­დი­ებს ვე­ღარ ინა­ხავს არხი და ამი­ტომ იქნა მი­ღე­ბუ­ლი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ოფი­სე­ბი ისევ ვაშ­ლი­ჯვარ­ში დაგ­ვრჩე­ბა. ანუ, ახლა ვიბ­რძვით გა­დარ­ჩე­ნით­ვის და გა­დავ­რჩე­ბით კი­დეც. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ ამის­თვის. მაგ­რამ ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა ვა­ნოს გა­რე­შე ძა­ლი­ან უსა­მარ­თლო იქ­ნე­ბა, ამი­ტომ მე პი­რა­დად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ვა­ნოც და მისი გუნ­დიც ჩვენ­თან ერ­თად იყოს", - წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი "ფე­ის­ბუქ­ში".

ambebi.ge