"ევროპა არა ისა" - რას წერს ზურა შევარდნაძე
"გარდენიას" მფლობელი, ცნობილი მებაღე, ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველი საზოგადოების ნაწილის ქცევებზე და ამ კონტექსტში, ევროკავშირისკენ ჩვენი ქვეყნის მისწრაფებაზე წერს.
"ოქროსთევზებიან აუზთან წარწერა გავაკეთეთ: "ბავშვებო, გთხოვთ აუზში კენჭებს ნუ ჩაყრით მუჭებით ბაღის ბილიკებიდან".
ალპინარიუმთან გვიწერია: "ბავშვებო, გთხოვთ ქვებზე ნუ ახვალთ.."
ჭიშკარზე : "სამეურნეო ნაწილია, ნუ შეხვალთ!!!"
ხშირად ვზივარ ნეკერჩხლის ქვეშ, ვეიგელას ბუჩქები მეფარება და ბაღის სტუმრები ვერ მხედავენ, მე კი მათი საუბარი მესმის, გამიგონია ხშირად იქ მჯდომს: "მიდი დედა მიდი ჩაყარე, აწერია არ შეიძლებაო.."
"მიდი ბებო ადი ჩქარა გადაგიღო, აწერია არ ახვიდეთ, არ შეიძლებაო.."
"შევიდეთ, შევიდეთ რა, არავინ არაა"
ევროპა არა ისა.." - წერს ზურა შევარდნაძე.