ფლორიდის გუბერნატორის პრესსპიკერი მიხეილ სააკაშვილის ლობისტად არაოფიციალურად მუშაობდა - რა სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს Washington Post-ი - კვირის პალიტრა

ფლორიდის გუბერნატორის პრესსპიკერი მიხეილ სააკაშვილის ლობისტად არაოფიციალურად მუშაობდა - რა სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს Washington Post-ი

ფლო­რი­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, რონ დე­სან­ტი­სის სპი­კე­რი, ქრის­ტი­ნა პე­შოუ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უცხო­ელ ლო­ბის­ტად და­რე­გის­ტრირ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 2018-2020 წლებ­ში მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ახლა და­რე­გის­ტრირ­და.

რო­გორც Washington Post-ი წერს, ქრის­ტი­ნა პუ­შო­უმ სა­ქარ­თვე­ლო­ში "მო­ხა­ლი­სედ" მუ­შა­ო­ბა 2018 წელს და­ი­წყო. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის სულ 25 000$ გა­და­უ­ხა­დეს. პირ­ვე­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა 10 000$-ის ოდე­ნო­ბით, 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ნაღ­დი ფუ­ლით მი­ი­ღო. ქრის­ტი­ნა 6 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უფა­სოდ ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პირს ეკუთ­ვნო­და.

"ქრის­ტი­ნას სა­მუ­შაო მო­ი­ცავ­და სტა­ტი­ე­ბის წე­რას, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რებ­თან და ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას", - აცხა­დებს ლო­ბის­ტის ად­ვო­კა­ტი, მა­იკლ შერ­ვი­ნი.

პუ­შო­უს ღიად აქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, რომ ის სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მუ­შა­ობ­და. LinkedIn-ის პრო­ფი­ლის მი­ხედ­ვით, ფლო­რი­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ოფისს 2021 წლის მა­ის­ში შე­უ­ერ­თდა. გააგრძელეთ კითხვა