"წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, პუტინი კომაშია - კრემლში ძალაუფლების გადაცემის გეგმას ამუშავებენ" - მედია - კვირის პალიტრა

"წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, პუტინი კომაშია - კრემლში ძალაუფლების გადაცემის გეგმას ამუშავებენ" - მედია

დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა News.obozrevatel წერს, რომ წარუმატებელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კომაშია.

"სიმსივნის მოსაშორებლად ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინი კომაში ჩავარდა. სპეცსამსახურებმა, კრემლში თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ პუტინის გარემოცვამ უკვე დაიწყო ე.წ. "ძალაუფლების ტრანზიტის" მომზადება - "ტახტის" მემკვიდრის ძებნა", - წერს გამოცემა.

როგორც News.obozrevatel წერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ამ მომენტისთვის, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

"დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი რეანიმაციაშია. დიქტატორის გარემოცვამ, დიდი ალბათობით, გადაწყვიტა ინფორმაცია, პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაემალა, მანამ, სანამ კრემლში პუტინის შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ", - წერს ინტერნეტგამოცემა. წყარო