განახლებული Mazda CX-5 საქართველოშია - რა შეცვალეს იაპონელებმა 2022 წლის მოდელში? - კვირის პალიტრა

განახლებული Mazda CX-5 საქართველოშია - რა შეცვალეს იაპონელებმა 2022 წლის მოდელში?

„მაზდას“ ყველაზე გაყიდვადი მოდელი - განახლებული SUV Mazda CX-5 ქართველი მომხმარებლისთვის „მაზდა ცენტრი თეგეტაშია“ ხელმისაწვდომი. იაპონურმა ავტომწარმოებელმა ერთ-ერთ საუკეთესო მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს შეიტანა. ახალ ავტომობილში შეხვდებით როგორც ექსტერიერისა და ინტერიერის ცვლილებებს, ისე განახლებულ ფუნქციურ მახასიათებლებს.

„Mazda CX-5 იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ამ ავტომობილის განახლებული ვერსია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე წელს წარადგინეს. „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ კი ავტომობილი ხელმისაწვდომი უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც გახადა. Mazda CX-5 გამორჩეულია დიზაინითაც და ტექნიკური, ფუნქციური მახასიათებლებითაც. ეს ავტომობილი იდეალური გადაწყვეტაა როგორც ქალაქის პირობებში, ისე შორ გზაზე სამოგზაუროდ“, - Tegeta Premium Vehicle დირექტორი პეტრე წაქაძე.

ახალი ავტომობილის ექსტერიერში იაპონური ბრენდის დიზაინერებმა მსუბუქი ცვლილებები შეიტანეს. Mazda CX-5-ის რადიატორის ცხაურა კიდევ უფრო დაიხვეწა, წინა და უკანა განათების სისტემა კი - განახლდა. გაიზარდა წინა ბამპერის საშხეფარი, ხოლო უკანა ბამპერის რეფლექტორი დაპატარავდა.

teg3-1655286871.png

Mazda CX-5-ის ინტერიერში, ცენტრალურ კონსოლზე, სმარტფონების დასამუხტი განყოფილება დაემატა, ბენზინისძრავიან და სრულამძრავიან ვერსიებს კი - სვლის რეჟიმების გადამრთველი. გაიზარდა ინფორმაციული ბორდკომპიუტერის ზომა 10.25 ინჩამდე. განახლებულ მოდელში შეიცვალა საბარგული, სადაც დამატებითი სათავსო გაჩნდა.

ავტომობილის ინტერიერი ნაპას ტყავსა და მოშავო-მონაცრისფრო დაზოლილ ჩანართებს მოიცავს. Mazda CX-5-ში დამატებულია „ვაირლეს ჩარჯერი“. ახალ ავტომობილში საგრძნობლად შეიცვალა და დაიხვეწა დისკის ვიზუალი.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა ტექნიკური მახასიათებლების დახვეწაზეც იზრუნა და მეტი კომფორტისთვის Mazda-ს განახლებულ მოდელში ავტომობილის ძარა, ხმაურიზოლაცია და დაკიდების სისტემა გააუმჯობესა. CX-5-ის მართვის დროს მის სალონში ახლა კიდევ უფრო ნაკლები ხმაური აღწევს.

მნიშვნელოვანი ცვილელებაა Off-Road ღილაკი და გაზრდილი კლირენსი, რაც დაგეხმარებათ უგზოობის დროს, მარტივად და ეფექტურად გადალახოთ ბარიერები.

teg-1655286870.png

ავტომობილში გაუმჯობესდა ე.წ. საცობის ასისტენტი, რომლის ახალი ფუნქციებიც მძღოლს ავტობანზე აჩქარებაში, დამუხრუჭებასა და მოხვევაში დაეხმარება.

განახლებული CX-5-ის შეძენა შესაძლებელია როგორც წინა, ისე სრული ამძრავით. ბენზინის ერთი ძრავა 2,0 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი აგრეგატია 165 ცხენის ძალით, ხოლო მეორე - 2,5-ლიტრიანი 194 ცხენის ძალით.

განახლებული CX-5-ის შეძენა „მაზდა ცენტრი თეგეტაშია“ შესაძლებელი. ავტომობილის დეტალურად დათვალიერება კომპანიის ვებგვერდზეც შეგიძლიათ.

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

(R)