"უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ" - კვირის პალიტრა

"უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ"

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინამ საბოლოოდ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან იმისათვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ“, - განაცხადა მაკრონმა.

აღნიშნული განცხადება საფრანგეთის ლიდერმა რუმინეთში ჩასვლისას გააკეთა, სადაც მას 3- დღიანი ტურნე აქვს ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგზე. გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ვიზიტების შემდეგ, მაკრონი კიევს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად ეწვევა.

IPN