ვალერი მელაძემ ეკატერინბურგში, დახურულ კონცერტზე იმღერა, გამოსვლა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული - რატომ აღშფოთდნენ რუსი პროპაგანდისტები? - კვირის პალიტრა

ვალერი მელაძემ ეკატერინბურგში, დახურულ კონცერტზე იმღერა, გამოსვლა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული - რატომ აღშფოთდნენ რუსი პროპაგანდისტები?

ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ 14 ივ­ნისს, ეკა­ტე­რინ­ბურ­გში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე იმ­ღე­რა. ამ დღეს რუ­სეთ­ში ზა­ფხუ­ლი­სა და რუ­სე­თის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. მომ­ღე­რალ­მა სცე­ნა­ზე თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ოთხი ჰიტი: "Самба белого мотылька", "Тропикана-женщина", "Красиво", "Небеса" შე­ას­რუ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუსი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან მე­ლა­ძის საქ­ცი­ე­ლით. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ხე­ლო­ვა­ნი სარ­გე­ბელს იღებს იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, რო­მელ­თა ქმე­დე­ბებ­საც გმობს.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის გა­მოს­ვლა მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი და ღო­ნის­ძი­ე­ბის ბი­ლე­თე­ბი არ გა­ი­ყი­და. რო­გორ ჩანს, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და თა­ვად შემ­სრუ­ლე­ბელს კი­დევ ერთი უარ­ყო­ფი­თი ტალ­ღის აგო­რე­ბა არ სურ­დათ. ასე­ვე რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ა­ლუ­რად მე­ლა­ძის გა­მოს­ვლა არც ზა­ფხუ­ლის დღეს მი­ე­ძღვნა და არც რუ­სეთს, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს იყო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქსე­ლის 25 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­ლა­ძე ერთ გა­მოს­ვლა­ში 100 ათას დო­ლა­რამ­დე იღებს. გააგრძელეთ კითხვა