"რუსეთის ამბიციები მიმართულია ვარშავიდან სოფიამდე" - კვირის პალიტრა

"რუსეთის ამბიციები მიმართულია ვარშავიდან სოფიამდე"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პარლამენტისთვის ვირტუალურად მიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიული ამბიციები ვარშავიდან სოფიამდეა გადაჭიმული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„რუსეთი მხოლოდ ჩვენი ქალაქებით: მარიუპოლით, სევეროდონეცკით, ხარკოვითა და კიევით არ არის დაინტერესებული. მისი ამბიციები მიმართულია ვარშავიდან სოფიამდე. როგორც წარსულში, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას სჭირდება, რომ სხვა ქვეყნებისკენ, სხვა ხალხის დაპყრობისკენ გზა გაეხსნას“, - განაცხადა ზელენსკიმ.