"ამ ორ შემთხვევაში აუცილებელია, კლინიკას მიმართოთ"- რას აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა - კვირის პალიტრა

"ამ ორ შემთხვევაში აუცილებელია, კლინიკას მიმართოთ"- რას აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მსუ­ბუ­ქი იყო, მან უკვე გა­ი­ა­რა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და ბი­ნა­ზეა გა­წე­რი­ლი.

"ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად და­დას­ტურ­და "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ვირუ­სის ერთი შემ­თხვე­ვა. პა­ცი­ენტს ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუ­ქი ფორ­მა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე გა­ე­წე­რა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. მას აქვს ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია. ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­ტაქ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი არ გა­მოვ­ლინ­და.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­აგ­რძე­ლებს სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბის შეს­წავ­ლას“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­დე­საც ინ­ფექ­ცი­ამ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და­ი­წყო გავ­რცე­ლე­ბა, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი იმ­თა­ვით­ვე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ნაკ­ლი­სი ვერ იქ­ნე­ბო­და და ეს ვირუ­სი ჩვენ­თა­ნაც შე­მო­აღ­წევ­და. თუმ­ცა რო­გორც თა­ვი­დან­ვე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ახ­ლაც, ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დე­გაც, აცხა­დე­ბენ რომ, პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის, რად­გან ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­მა" ეპი­დე­მი­ის სახე შე­ი­ძი­ნოს.

ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას თქმით, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში შიდა გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყო. იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს და ასა­ხე­ლებს იმ ორ შემ­თხვე­ვას, რა დრო­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ან­მა კლი­ნი­კას მი­მარ­თოს.

"რო­გორც იცით, ამ პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხე­ზე იყო უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ანამ­ნე­ზი, ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, თუ ადა­მი­ანს აქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის ანამ­ნე­ზი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ეს ინ­ფექ­ცია არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში, თუ მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ გან­ვი­თარ­და ატი­პუ­რი გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც სხვა და­ა­ვა­დე­ბებს არ ჰგავს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თოს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კლი­ნი­კებს აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლი­თაც გა­მო­ან­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, რაც სარ­წმუ­ნო დი­აგ­ნო­ზის დას­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ამ ეტაპ­ზე შიდა გავ­რცე­ლე­ბა არ არის, თუ სა­მო­მავ­ლოდ იქ­ნე­ბა სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­სობ­რი­ვად გავ­რცელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი". პი­რი­ქით, ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რად­გან ის მარ­ტი­ვად არ ვრცელ­დე­ბა, გა­და­დის ინ­ფი­ცი­რე­ბულ ცხო­ველ­თან ან ადა­მი­ან­თან ახლო კონ­ტაქ­ტით. თუ, მა­გა­ლი­თად, გვექ­ნე­ბა კონ­ტაქ­ტი და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნის და­ზი­ა­ნე­ბულ ბუშ­ტუკ­თან. ასე­ვე, და­ინ­ფი­ცი­რე­ბა წვე­თო­ვა­ნი ანუ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. იხილეთ სრულად