გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს - კვირის პალიტრა

გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს

გერმანია უკრაინას MARS2 ტიპის ზალპური ცეცხლის სამ რეაქტიულ სისტემას გადასცემს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული სისტემა ამერიკული უნივერსალური გამშვები დანადგარის MLRS-ის ევროპული მოდიფიკაციაა, რომელიც გერმანიის შეიარაღებაში 1990 წლიდან არის. MARS2-ს GMLRS მართვადი რაკეტების 70 კმ რადიუსზე გაშვება შეუძლია.

შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები განიხილეს.

IPN