რა ღირს "ბრილიანტის ხიდზე" გასეირნება? - კვირის პალიტრა

რა ღირს "ბრილიანტის ხიდზე" გასეირნება?

14 ივნისს, წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა, შესაბამისად, ვიზიტორებისთვის ახალი ლოკაცია ამოქმედდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემდეგ ეტაპზე ფინანსური მხარეა - რა ღირს „ბრილიანტის ხიდზე“ გასეირნება.

3 წლამდე დამთვარიელებლისთვის ხიდზე გასვლა უფასოა. 3-12 წლამდე შესვლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს, ამავე ასაკის უცხოელი ვიზიტორისთვის კი მისი მონახულება 34 ლარად არის შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ხიდზე გასვლა 29 ლარი ღირს (ამჟამად მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება), ხოლო უცხოელებისთვის - 49 ლარი.

რაც შეეხება დამატებით მომსახურებას, ბაიკლაინის მოყვარულებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ, ერთ ადგილიანი საქანელა 80 ლარი ღირს, ხოლო 3-ადგილიანი - 150 ლარი.

შეგახსენებთ, რომ გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გააგრძელეთ კითხვა "ბიზნესპრესნიუსზე"