"ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო... მამაჩემი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება მისი დადგმული ყველა სპეკტაკლიდან" - რას წერს ელენე ხოშტარია? - კვირის პალიტრა

"ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო... მამაჩემი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება მისი დადგმული ყველა სპეკტაკლიდან" - რას წერს ელენე ხოშტარია?

12:56 / 16-06-2022 "დრო­ას" ლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია ეხ­მა­უ­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რის ან­გა­რიშ­ზე რუ­სე­თი­დან, პე­რი­ო­დუ­ლად, სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბი ირი­ცხე­ბა.

პო­ლი­ტი­კო­სი გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აფი­ო­რას უწო­დებს. აქვე გან­მარ­ტავს, რომ მა­მა­მი­სი სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის მემ­კვიდ­რეა და მისი დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან 25 წე­ლია ჰო­ნო­რა­რი ერი­ცხე­ბათ, მათ შო­რის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან.

"ირაკ­ლი რუ­ხა­ძის მხი­ლე­ბამ ძა­ლი­ან აა­ღელ­ვა იმე­დი. მინ­და გი­თხრათ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი­დევ გა­გაც­ნობთ მა­სა­ლას რუ­ხა­ძის კავ­ში­რებ­ზე სან­ქცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან. ხოშ­ტა­რი­ას კრემ­ლი­დან ერი­ცხე­ბა ფუ­ლიო.

მა­მა­ჩე­მი არის სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის მემ­კვიდ­რე, თე­ატ­რის მხატ­ვრის, რო­მე­ლიც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე­ობ­და მა­რი­ისნ­კის თე­ატ­რში და რომ­ლის სპექ­ტაკ­ლე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში იდ­გმე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჰო­ნო­რა­რე­ბი ერი­ცხე­ბა ყვე­ლა მისი დად­გმუ­ლი სპე­კტაკ­ლი­დან უკვე 25 წე­ლია.

რუ­სე­თის სა­ავ­ტო­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია რა­ოს­თან გა­წყვე­ტი­ლი აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. არ გა­მო­ვა ეს აფი­ო­რა და არც რუ­ხა­ძეს უშ­ვე­ლის ეს. ყვე­ლა ფაქტს ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის საყ­რდე­ნე­ბის შე­სა­ხებ ვამ­ხელ და გა­დავ­ცემ პარტნი­ო­რებს" - წერს ხოშ­ტა­რია.