"მიყვარს, მე ის მთელი გულით მიყვარდა... თუ ერთხელ მაინც გყვარებიათ, მარტივად გამიგებთ" - ამბერ ჰერდი ჯონი დეპზე საუბრობს - კვირის პალიტრა

"მიყვარს, მე ის მთელი გულით მიყვარდა... თუ ერთხელ მაინც გყვარებიათ, მარტივად გამიგებთ" - ამბერ ჰერდი ჯონი დეპზე საუბრობს

ყო­ფი­ლი ცოლ-ქმრის, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის, ჯონი დე­პი­სა და ამ­ბერ ჰერ­დის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მარ­თა­ლია დას­რულ­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ისი­ნი მე­დი­ას­თან ერ­თმა­ნეთ­ზე სა­უბ­რის შე­წყვე­ტას არ აპი­რე­ბენ.

ამ­ჯე­რად ამ­ბერ ჰერდმა თქვა, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე კვლავ ძა­ლი­ან უყ­ვარს.

"მიყ­ვარს, მე ის მთე­ლი გუ­ლით მიყ­ვარ­და და ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა დამ­სხვრე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­სად­გე­ნად, მაგ­რამ ეს ვერ შევ­ძე­ლი.

სა­ერ­თოდ არ მაქვს ცუდი გრძნო­ბე­ბი, ან ბო­რო­ტი ნება მის მი­მართ. მეს­მის, რომ შე­საძ­ლოა, ეს რთუ­ლად გა­სა­გე­ბი იყოს, ან ვი­ღა­ცას ად­ვი­ლად ეს­მო­დეს. თუ ერთხელ მა­ინც გყვა­რე­ბი­ათ, მარ­ტი­ვად გა­მი­გებთ“, - თქვა მსა­ხი­ობ­მა NBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე ჯონი დეპ­მაც ისა­უბ­რა ამ­ბერ­ზე. დე­პის თქმით, მას არ სურს ყო­ფი­ლი ცო­ლის­გან სა­სა­მარ­თლოს მიერ და­კის­რე­ბუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბა და მისი მი­ზა­ნი არა ფუ­ლის მი­ღე­ბა, არა­მედ სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა იყო.

ცნო­ბის­თვის ამ­ბერ ჰერ­დი­სა და ჯონი დე­პის სა­სა­მარ­თლო დავა სა­ჯა­როდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას ზო­გი­ერ­თმა სპექ­ტაკ­ლიც კი უწო­და. დეპ­მა ამ­ბერს ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის უჩივ­ლა. ის ამ­ბობ­და, რომ არას­დროს უძა­ლა­დია ყო­ფილ ცოლ­ზე. სა­სა­მარ­თლომ ჯონი დეპი გა­ა­მარ­თლა.

ambebi.ge