"ხუთი დღეა საზღვარზე ჰყავთ, არ აქვს საკვები და წყალი" - ბლოგერს, რომელზეც რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული, საქართველოში არ უშვებენ - კვირის პალიტრა

"ხუთი დღეა საზღვარზე ჰყავთ, არ აქვს საკვები და წყალი" - ბლოგერს, რომელზეც რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული, საქართველოში არ უშვებენ

რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ყა­ბარ­დო ბალ­ყა­რელ ბლო­გერს, ინსა ლან­დერს, რო­მელ­ზეც რუ­სეთ­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ლარ­სის სა­ზღვარ­ზე, რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უშ­ვე­ბენ.

რო­გორც გა­მო­ცე­მა kavkazr.com წერს, ინსა ლან­დე­რი ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თი­დან ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­იქ­ცა, 12 ივ­ნისს, სა­ღა­მოს, ლარსზე, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა სცა­და. ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი კი უკვე 5 დღეა მას ქვე­ყა­ნა­ში არ უშ­ვე­ბენ და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში უწევს ღა­მის გა­თე­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ფონდ "თა­ვი­სუ­ფა­ლი რუ­სე­თის“ დი­რექ­ტორ­მა იგორ კუ­როპ­ტევ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

მი­სი­ვე თქმით, ლან­დერს არ აქვს საკ­ვე­ბი და წყა­ლი და ყო­ვე­ლი­ვეს სა­ზღვარ­ზე გამ­ვლე­ლე­ბი უზი­ა­რე­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ რა­ტომ ეუბ­ნე­ბი­ან ბლო­გერს მე­სა­ზღვრე­ე­ბი სა­ზღვრის კვე­თა­ზე უარს,. რუ­სეთ­ში ლან­დერს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბის დარ­ღვე­ვის­თვის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მო­თავ­სე­ბა ემუქ­რე­ბა.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბო­და ლი­ე­ტუ­ვის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­დრუს კა­ლინ­დრა, რო­მელ­მაც თქვა, რომ ლი­ე­ტუ­ვა მზა­დაა ლან­დე­რი ვილ­ნი­უს­ში გა­და­იყ­ვა­ნოს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მას ვიზა მი­ა­წო­დოს.რუ­სეთ­ში მისი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. ლან­დე­რი იძი­ებ­და ერთ-ერთი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის შე­საძ­ლო ფი­ნან­სურ დარ­ღვე­ვებს, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩარ­თუ­ლი იყო მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ყა­ბარ­დო ბალ­ყა­რე­თი­დან.

რუსი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ბლო­გე­რის მი­მართ და­წყე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულს უწო­დე­ბენ.

ambebi.ge