ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა - კვირის პალიტრა

ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, რომელიც მიმართულია უკრაინაში ბავშვების მიმართ ბარბაროსულ მოპყრობაში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ.

მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან კომისარი ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ლვოვა-ბელოვა, 2 000 უკრაინელი ბავშვის ქვეყნიდან „იძულებით გადაყვანისა და გაშვილების“ გამო. სანქციები დაუწესდა რუსეთის პატრიარქ კირილსაც, რომელიც პუტინის დიდი ხნის მოკავშირე და უკრაინაში ომის მხარდამჭერია.

„დღეს ჩვენი სამიზნეა პუტინის ომის ხელშემწყობები და დამნაშავეები, რომლებმაც ენით აღუწერელი ტანჯვა მოუტანეს უკრაინას, მათ შორის ქვეყნიდან ბავშვების იძულებით გაყვანა და გაშვილება. ჩვენ არ დავიღალებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით და პუტინზე ზეწოლის გაგრძელებით, ვიდრე უკრაინა წარმატებას არ მიაღწევს“,- ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებაში.