"ჩვენ ვნახეთ ბარბაროსობის კვალი, უკრაინამ უნდა შეძლოს გამარჯვება" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვნახეთ ბარბაროსობის კვალი, უკრაინამ უნდა შეძლოს გამარჯვება"

უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, მან უნდა შეძლოს გამარჯვება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირპინში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი ნახეს.

"ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე უკრაინელების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს კიევისკენ მიმავალი რუსული არმია. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება“, - წერს მაკრონი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინას სტუმრობენ.

"ინტერპრესნიუსი"