"ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ ღია კარში შევიდეს: რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით მალე იქნება წინსვლა" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ ღია კარში შევიდეს: რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით მალე იქნება წინსვლა"

რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა წარმოადგინა.

მისივე შეფასებით, საქართველოსთვის უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

„უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. კარები არის ფართოდ გახსნილი, საქართველოზეა დამოკიდებულები გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ გაერთიანდეს მთელი ქვეყანა პოლიტიკურ მხარეს და მკაფიოდ აჩვენოს, რომ აქტიურობა სურთ. ეს განსაზღვრავს ვადებსაც, თქვენ დამოკიდებული - რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე.

ინფორმაციისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება