"სას­წა­უ­ლე­ბი მხო­ლოდ ზღაპ­რებ­ში ხდე­ბაო, რე­ა­ლო­ბა კი ზუს­ტად ისე­თი­ვე სას­ტი­კი დარ­ჩა" - პირველი გამოხმაურებები ევროკომისიის დასკვნაზე - კვირის პალიტრა

"სას­წა­უ­ლე­ბი მხო­ლოდ ზღაპ­რებ­ში ხდე­ბაო, რე­ა­ლო­ბა კი ზუს­ტად ისე­თი­ვე სას­ტი­კი დარ­ჩა" - პირველი გამოხმაურებები ევროკომისიის დასკვნაზე

ევ­რო­კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე რე­კო­მენ­და­ცია არ გას­ცა. რო­გორც ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შე­ას­რუ­ლოს პი­რო­ბე­ბი, რომ­ლის შემ­დე­გაც ექ­ნე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის შან­სი.

აღ­ნიშ­ნულს უკვე მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ სა­კი­თხზე უკვე არა­ერ­თი პოს­ტი და­ი­წე­რა. ვნა­ხოთ, რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი:

თინა ხი­და­შე­ლი:

სას­წა­უ­ლე­ბი მხო­ლოდ ზღაპ­რებ­ში ხდე­ბაო, რე­ა­ლო­ბა კი ზუს­ტად ისე­თი­ვე სას­ტი­კი დარ­ჩა, რო­გორც გუ­შინ და გუ­შინ­წინ იყო. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ტრა­გი­კუ­ლიც კი მით უფრო, რო­დე­საც იმა­საც კი ვე­რა­ვინ ხე­დავს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­ძუ­ლო უგუ­ნუ­რი რე­ა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს მარ­თვა, და­ი­წყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სის შე­ნე­ბა და რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი. ასე ხდე­ბა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­ძულ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტია.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი:

ფაქ­ტია ჩავფლავ­დით! ფაქ­ტია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით! შან­სი გვაქვს და კონ­კრე­ტუ­ლად გვი­თხრეს რა უნდა გა­ვა­კე­თოთ!ყვე­ლამ უნდა ვა­ი­ძუ­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დად­გას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი!

ზურა ბა­ტი­აშ­ვი­ლი

გვე­უბ­ნე­ბი­ან, თქვენ თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოთ, ოლი­გარ­ქია გირ­ჩევ­ნი­ათ თუ ევ­რო­კავ­ში­რიო. თუ მე­ო­რეს აირ­ჩევთ, ჩვე­ნი კარი ღი­ა­აო.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

ახლა თავს თუ გა­და­ი­პარ­სავს თე­მის გა­და­სა­ფა­რად…

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი:

უკ­რა­ი­ნა­ზე და მოლ­დო­ვა­ზე გა­ი­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ მი­ე­ნი­ჭოთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. სა­ქარ­თვე­ლო­ზე - არა ... ჩა­მოგ­ვი­წე­რეს პი­რო­ბე­ბი, რა შემ­თხვე­ვა­შიც ღია კარ­ში უბ­რა­ლოდ, შე­ვალთ - მთა­ვა­რი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის არის რუსი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი კრი­მი­ნა­ლურ - კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჯერი ქარ­თველ ხალ­ხზეა 20 - ში 20:00 სა­ათ­ზე.

გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე:

ნეტა რა პა­სუ­ხე­ბი შე­მო­ხა­ზეს ასე­თი იმ კი­თხვარ­ში, მარ­ტო ჩვენ რომ გვი­თხრეს უარი?

ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი:

ძვირ­ფა­სო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ნო, გვაქვს ორი არ­ჩე­ვა­ნი: ან სას­წრა­ფოდ ვი­შო­რებთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ან სას­წრა­ფოდ ვყი­დუ­ლობთ ბი­ლე­თებს და მივ­დი­ვართ აქე­დან. სას­წრა­ფოდ, იმი­ტომ რომ, მალე აღარც უვი­ზო იქ­ნე­ბა და აღარც ვი­ზე­ბი.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი:

რე­ჟი­მი დალ­პა! ჩვე­ნი ყვე­ლა ქმე­დე­ბა ამ სი­დამ­პლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბით შეც­ვლის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.(ჩემი აზ­რით, 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის გზავ­ნი­ლიც გა­მო­საც­ვლე­ლია, მაგ­რამ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ჩვენ არ ვართ და არ ვე­რე­ვით). (გაგრძელება)