"ძალიან ვწუხვარ... თქვენი ხელისუფლება რუსეთის მძევლად იქცა... უკრაინა ყოველთვის დაგეხმარებათ" - გონჩარენკო ქართველ ხალხს - კვირის პალიტრა

"ძალიან ვწუხვარ... თქვენი ხელისუფლება რუსეთის მძევლად იქცა... უკრაინა ყოველთვის დაგეხმარებათ" - გონჩარენკო ქართველ ხალხს

ევ­რო­კო­მი­სი­ამ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს - არა. რო­გორც ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ოლექ­სეი გონ­ჩა­რენ­კო ეხ­მი­ა­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ წერს:

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ვარ - ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გამო, ქარ­თუ­ლი ელი­ტის პო­ზი­ცი­ის გამო და არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გამო. თქვენ და­ამ­ტკი­ცეთ, რომ უნდა იყოთ და იქ­ნე­ბით ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი.

თქვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ, აკე­თებთ უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად და აგ­რძე­ლებთ უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბას. თქვე­ნი მებ­რძო­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ჩვენ­თან ერ­თად იბ­რძვი­ან რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი შე­ი­ფა­რეთ სახ­ლში და და­დი­ხართ უკ­რა­ი­ნის სო­ლი­და­რო­ბი­სა და მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებ­ზე.

მაგ­რამ თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის მძევ­ლად იქცა, პუ­ტი­ნის მძევ­ლად, კრემ­ლის მძევ­ლად და თქვენ გაქვთ მხო­ლოდ ერთი სწო­რი გზა, აირ­ჩი­ოთ მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ჭკუ­ა­ზე არ ივ­ლის, რო­მე­ლიც და­აბ­რუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც გა­ა­ტა­რებს არა პი­რად ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სებს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს.

მე მჯე­რა, რომ თქვენ ამას შეძ­ლებთ, უკ­რა­ი­ნა თქვენ­თა­ნაა, უკ­რა­ი­ნა ყო­ველ­თვის და­გეხ­მა­რე­ბათ, უკ­რა­ი­ნა თქვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი ად­ვო­კა­ტია.

დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას", - წერს გონ­ჩა­რენ­კო. (წყარო)