"საქართველოს ხელისუფლების გამო, ქვეყანამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა დაკარგა" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლების გამო, ქვეყანამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა დაკარგა"

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გამო, ქვეყანამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა დაკარგა, - ასე აფასებს "ტვიტერის" გვერდზე საქართველოს შესახებ ევროკომისიის შეფასებას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველო ევროპული ცხოვრების გზას იმსახურებს.

"საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ასეთ გადაწყვეტილებას ველოდი. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გამო, ქვეყანამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა დაკარგა, თუმცა მე მჯერა ქართველი ერის. ისინი იმსახურებენ ევროპული ცხოვრების გზას", - წერს იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხს, ქვეყნის მიერ კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"