საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის - კვირის პალიტრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ძალიან კარგი გზავნილი იქნება თუ ამ ჯგუფის სათავეში კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება.

„არაჩვეულებრივი იდეა და წინადადება მქონდა, შექმნილიყო სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ 2022 წლის ბოლომდე მიაღწიოს წარმატებას. მგონია, ამ სამუშაო ჯგუფის სათავეში უნდა იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რაც იქნება ძალიან კარგი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდში და მთავრობაში, თუ ასეთი რამ შეიქმნა, ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი სვლა. გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე, რომ მივაღწიოთ წარმატებას 2022 წლის ბოლოს. მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ მივაღწიოთ შედეგს, არ არის ვიღაცის ლანძღვის, ან ბრალდებების დრო, საქმის დროა და საქმე აღარ ითმენს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"