სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია - კვირის პალიტრა

სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია

სანდრო ბაზაძემ ხმლით მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

ქართველი ტიტულოვანი მოფარიკავის გამარჯვების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.

"გილოცააააავთ !!!!! სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონიააა!!! გადამწყვეტ შეხვედრაში სანდრომ 15-11 იტალიელი ლუკა კურატოლი დაამარცხა", - წერია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.