როგორ ისჯებოდა ქალის მოტაცება შუა საუკუნეების საქართველოში - კვირის პალიტრა

როგორ ისჯებოდა ქალის მოტაცება შუა საუკუნეების საქართველოში

ქა­ლის იძუ­ლე­ბი­თი და­ქორ­წი­ნე­ბა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ იყო უცხო მოვ­ლე­ნა. ქარ­თუ­ლი ნა­რა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ სიყ­ვა­რუ­ლით გა­თხო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ბევ­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და იძუ­ლე­ბით ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­საზ­რე­ბით გა­თხო­ვე­ბის ფაქ­ტებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლის იძუ­ლე­ბით გა­თხო­ვე­ბის ორი გზა არ­სე­ბობ­და: საქმროს მიერ მისი ყიდ­ვის და მო­ტა­ცე­ბის. დღემ­დე მოღ­წე­ულ წყა­რო­ებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი მა­სა­ლა ქმრი­ა­ნი ქა­ლის მო­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ მო­ი­პო­ვე­ბა. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­კაც­რეს იჩენ­და, რად­გან "გვირ­გვინ-ნა­კურ­თხი“ ქა­ლის მო­ტა­ცე­ბა აღიქ­მე­ბო­და არა რო­გორც მისი გა­თხო­ვე­ბა, არა­მედ რო­გორც უკვე არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბის დარ­ღვე­ვა.

წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ქა­ლის მო­ტა­ცე­ბა ორგვა­რი ყო­ფი­ლა: ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და ძა­ლის­მი­ე­რი.

VI მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა აიკ­რძა­ლა. კერ­ძოდ, მისი ცო­ლად მოყ­ვა­ნა მო­ტა­ცე­ბის გზით. მომ­ტა­ცე­ბელს მკაც­რი სას­ჯე­ლით სჯიდ­ნენ. ასე­ვე, მის ხე­ლის შემ­წყობ­თაც.

XIV ს-დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, "ცო­ლის წაგ­ვის­თვის“ სას­ჯე­ლის სიმ­ძი­მე ნელ-ნელა კლე­ბუ­ლობს.

გვი­ან­დე­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ე­ბი სავ­სეა უქ­მრო და ქმრი­ა­ნი ქა­ლე­ბის მო­ტა­ცე­ბი­სა და ძა­ლად გა­თხო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბით. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ე­რო სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვლავ ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბა ოჯა­ხის მთლი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პრობ­ლე­მას და მკაც­რი დამ­სჯე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ცდი­ლობს აღ­კვე­თოს სხვი­სი ცო­ლის მო­ტა­ცე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

ქმრი­ა­ნი ქა­ლის მო­ტა­ცე­ბის საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი შემ­თხვე­ვე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბევ­რად ნაკ­ლე­ბი მა­სა­ლა მო­ი­პო­ვე­ბა უქ­მრო ან და­ნიშ­ნუ­ლი ქა­ლე­ბის მო­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ. ამ უკა­ნას­კნელ­თა­გან კი თა­ვის მხრივ უფრო ნაკ­ლებ და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბო­და გა­უ­თხო­ვა­რი ქა­ლის მო­ტა­ცე­ბა, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში არც ოჯა­ხის დან­გრე­ვა­სა და არც ნიშ­ნო­ბის დარ­ღვე­ვას არ ჰქონ­და ად­გი­ლი.

შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შედ­გე­ნილ სა­მარ­თლის არ­ცერთ ძეგლ­ში არ არის და­მოწ­მე­ბუ­ლი გა­უ­თხო­ვა­რი ქა­ლის მო­ტა­ცე­ბის ამ­კრძა­ლა­ვი მუხ­ლე­ბი. მაგ­რამ არ­სე­ბობს სამ­თა­ვი­სის სამ­წყსოს სა­კა­ნო­ნოს წიგ­ნი, სა­დაც მე-13 მუხ­ლად შემ­დე­გი კა­ნო­ნია დად­გე­ნი­ლი: "უკუ­ე­თუ უქ­მრო დე­და­კა­ცი მო­ი­ტა­ცოს ვინ­მე ცო­ლად, ბ. ძრო­ხა მი­არ­თვას“.

ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ე­რო სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვლავ ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბა ოჯა­ხის მთლი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პრობ­ლე­მას და მკაც­რი

დამ­სჯე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ცდი­ლობს აღ­კვე­თოს სხვი­სი ცო­ლის მო­ტა­ცე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. სა­სუ­ლი­ე­რო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ძეგ­ლე­ბი ბიჭ­ვინ­ტის იად­გა­რი და კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თა­ლი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ სხვა­დას­ხვა გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა და ღვთი­უ­რი რის­ხვის ში­შით შე­ა­ჩე­რონ ქა­ლის მო­ტა­ცე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, მაგ­რამ მი­ზანს ვერ აღ­წე­ვენ: ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვილ­თან და­ცუ­ლია არა­ერ­თი ცნო­ბა ფე­ო­და­ლე­ბის მიერ სხვის­თვის მო­ტა­ცე­ბულ ცო­ლებ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ. მაგ. ბაგ­რატ მეფე არ­თმევს და­დი­ანს ცოლს და თვი­თონ ირ­თავს, ლე­ვან და­დი­ა­ნის ძემ გი­ორ­გიმ გა­უშ­ვა თა­ვი­სი კა­ნო­ნი­ე­რი ცოლი როს­ტომ გუ­რი­ე­ლის ასუ­ლი და თა­ვი­სი ბი­ძის ბა­თუ­ლი­ას­გან მო­ტა­ცე­ბუ­ლი ცოლი შე­ირ­თო.

ამ პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა შაჰ აბა­სიც: გი­ორ­გი სა­ა­კა­ძეს­თან სა­უ­ბარ­ში მას გი­ორ­გი­სათ­ვის უკი­თხავს, თუ რა ღო­ნეს მი­მარ­თავს ცოლ­მო­ტა­ცე­ბუ­ლი კაცი, რა­ზე­დაც ასე­თი პა­სუ­ხი მი­უ­ღია: "ეგე ვი­თა­რი კაცი წარმ­გუ­რელ­სა ცო­ლი­სა­სა აღუ­ოხ­რებს მა­მულ­სა თუ სა­და­მე ძა­ლუძს მო­რევ­ნაი და წარ­მოს­ტყუ­ნავს ყო­ველ­სა­ვე მის­სა და მოჰ­კლავსცა“.

ამ და მრა­ვა­ლი სხვა შემ­თხვე­ვე­ბის გამო ვახ­ტანგ VI-ც იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხდა­რა კი­დევ ერთხელ აეკ­რძა­ლა ქა­ლე­ბის ქმრე­ბი­სათ­ვის მო­ტა­ცე­ბა და და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­თათ­ვის მკაც­რი სას­ჯე­ლი გა­ნა­ჩი­ნა: თუ ქალი თა­ვი­სი ნე­ბით გაყ­ვე­ბო­და, "იმ დე­და­კა­ცის ქმა­რი რა­საც გვა­რი­სა იყოს, მისი სის­ხლის

ორი­წი­ლი გარ­და­ი­ხა­დოს, და რაც პირ­ვე­ლი­სა ქმრი­სა გა­ე­ტა­ნოს, ისიც უკ­ლებ­ლივ მის­ცეს“.

ხოლო ქა­ლის ძა­ლად მო­ტა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "იმ ქმარ­ყო­ფილს წამ­ყვან­მან ორი წილი სის­ხლი მის­ცეს, რომ შე­იქ­მნე­ბის ყვე­ლა­ყა ერთი მთე­ლი სის­ხლი, კი­დევ მთე­ლის სის­ხლის ორი წილი“

ასე­ვე ცოტა მა­სა­ლა მოგ­ვე­პო­ვე­ბა და­ნიშ­ნუ­ლი ქა­ლის მო­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ. და­ნიშ­ვნა, ანუ ჯვრის გაც­ვლა, ჯერ კი­დევ არ ნიშ­ნავ­და ცოლ­ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბას. იგი იუ­რი­დი­ულ ძა­ლას მოკ­ლე­ბუ­ლი იყო და ამი­ტომ და­ნიშ­ნუ­ლი ქა­ლის მო­ტა­ცე­ბა არ ით­ვლე­ბო­და სის­ხლის სა­მარ­თლის სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­უ­ლად.

ამ და სხვა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვან თე­მებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტში იხი­ლავთ, რომ­ლის მსგავ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა! 21 თე­ბერ­ვლი­დან ის­ტო­რი­კოს ჯაბა სა­მუ­ში­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და 20-ზე მეტი ის­ტო­რი­კოს-მკვლევ­რის ავ­ტო­რო­ბით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L” სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის 15-ტო­მე­ულს - "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის პა­ლიტ­რა“ - გა­მოს­ცემს. სე­რი­ის წიგ­ნე­ბი თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად იყი­დე­ბა. იხილეთ სრულად