წარმატებული ქართველი ქალები, რომლებიც ადრეულ ასაკში გახდნენ ბებიები (ფოტოები)
ადრეული ქორწინება საქართველოში საბედნიეროდ, ბოლო წლებია აღარ არის მოდაში, თუმცა, წლების წინ ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.
მართალია ჩვენი გმირებიდან ყველას არასრულწლოვან ასაკში არ შეუქმნია ოჯახი, მაგრამ ისინი ცნობილი ქართველი ქალები არიან და ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გახდნენ ბებიები...
მაკა ასათიანი:
ცნობილი დიზაინერი და ლამაზი ქართველი ქალი 45 წლის ასაკში გახდა ბებია, როდესაც უფროს ვაჟს კახი ჟორდანიას ქალიშვილი ლეა შეეძინა. წყვილი ესპანეთში ცხოვრობს, მაგრამ ნანიკო კლდიაშვილი შვილთან ერთად დიდ დროს ატარებს საქართველოში. ახლახანს მაკა ასათიანი ახლობლის ქორწილში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ულამაზეს შვილიშვილთან ერთად იპოზიორა...
ნინო თოლორდავა
ერთი წლის წინ ცნობილ ტელეწამყვანის ერთადერთ ვაჟს ამიკო ხაზალიას ქალიშვილი ნოა შეეძინა. ესპანელ ნურია ლორდზე ამიკომ ორი წლის წინ იქორწინა. წყვილმა ერთმანეთი თბილისში გაიცნო. მოგვიანებით, ჟურნალისტი მედიასთან ამბობდა, რომ ნოამ მათ ოჯახში უდიდესი სიხარული შემოიტანა...
ლიკა შენგელია
მოდელ ქეთი ჟღენტის დედა თავადაც ყოფილი მოდელია. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ის 5 შვილის დედა და 3 შვილიშვილის ბებიაა. ლიკა საოცარ ფორმაშია, შვილებს ზრდის, ბებიის როლსაც ირგებს და ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება.
ლიკა კვარაცხელია
ყოფილი მოდელი და ულამაზესი ლიკა კვარაცხელია უკვე მეორე შვილიშვილს ელოდება. ლიკას უფროსი ქალიშვილი, მოდელი ანა შელია მორაგბე მეუღლე ლაშა ლომიძესთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. მოდელს პირველი შვილი კორონავირუსის პანდემიის დროს შეეძინა, წყვილი უკვე მეორე შვილს ელოდება.
მაკა ზამბახიძე
მომღერალი მაკა ზამბახიძე რამდენიმე თვის წინ გახდა ბებია. მის ერთადერთ ქალიშვილს, სალომე ჩიტაძეს პირველი შვილი მიქაელი შეეძინა. შვილიშვილის დაბადებას მომღერალი ემოციურად შეხვდა. სოციალურ ქსელში წერდა, რომ შვილის მშობიარობას დაესწრო. მაკა აქტიურად არის ჩართული შვილიშვილის აღზრდაში და ხშირად აქვეყნებს მიქაელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. (გაგრძელება)