ცნობილი შეფის "ლავ სთორი" - ვინ არის ლევან კობიაშვილის ახალი სიყვარული? (ფოტოები) - კვირის პალიტრა

ცნობილი შეფის "ლავ სთორი" - ვინ არის ლევან კობიაშვილის ახალი სიყვარული? (ფოტოები)

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ცნო­ბი­ლი შე­ფის ახა­ლი რჩე­უ­ლი ნინა ილუ­რი­ძეა. წყვი­ლი გრძნო­ბებს აღარ მა­ლავს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

levan-1655546122.jpg

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ბრენდ შე­ფია. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­და­ცე­მა „მას­ტერ­შე­ფით“ გა­იც­ნო, სა­დაც ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი გახ­ლდათ, კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლურ­თან და ლუკა ნა­ჭყე­ბი­ას­თან ერ­თად.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი და ნინა ილუ­რი­ძე ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ არი­ან. ნინა ილუ­რი­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი გახ­ლდათ და მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ჰყავს.

levan2-1655546122.jpg

წლე­ბის მან­ძილ­ზე ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლიც. მისი მე­უღ­ლე კონ­დი­ტე­რი თიკო მი­ქა­ბე­რი­ძე გახ­ლდათ. შეფს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 21 წლი­სა და 11 წლის ვა­ჟე­ბი ჰყავს. გო­გო­ნა 4 წლის ასაკ­ში და­ე­ღუ­პა, ბავ­შვს და­ბა­დე­ბი­დან თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და.

ორი წლის წინ ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ცნო­ბი­ლი შეფი შვი­ლებ­სა და მე­უღ­ლე­ზე ყვე­ბო­და:

- მე­უღ­ლეს სა­კონ­დიტ­რო აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სახ­ლში მზა­რე­უ­ლო­ბა­საც კარ­გად არ­თმევს თავს. ოჯახ­ში, სა­დაც გა­ი­ზარ­და, ძა­ლი­ან კარ­გად ამ­ზა­დებ­დნენ და კარ­გად იცის, ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის გა­კე­თე­ბა. თა­ვი­სი ფან­ტა­ზი­ე­ბიც ჩა­აქ­სო­ვა. მეც თუ რა­მეს მე­კი­თხე­ბა, ვე­უბ­ნე­ბი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა, ისე ამ­ზა­დებს. (გაგრძელება)