"ღმერთო, ეს რა ქენით? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით და წავედით მოუსავლეთში!" - რას წერს ედუარდ შევარდნაძის ვაჟი? - კვირის პალიტრა

"ღმერთო, ეს რა ქენით? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით და წავედით მოუსავლეთში!" - რას წერს ედუარდ შევარდნაძის ვაჟი?

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი პა­ა­ტა შე­ვარ­დნა­ძე ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ ის, რაც გუ­შინ მოხ­და, ამას არც წი­ნაპ­რე­ბი და არც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ქვე­ყა­ნას არ აპა­ტი­ე­ბენ:

"ღმერ­თო, ეს რა ქე­ნით? რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ? 30 წელი, აგურ-აგურ, ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს ვა­შე­ნებ­დით ( გვინ­დო­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში). არც წი­ნაპ­რე­ბი და მი­თუ­მე­ტეს ახა­ლი, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ამას არა­სო­დეს გა­პა­ტი­ე­ბენ!!!

ხვდე­ბით მა­ინც რა მოხ­და? მი­უხ­ვედ­რე­ლე­ბის­თვის: წა­ვე­დით მო­უ­სავ­ლეთ­ში! ბრა­ვო, მე­გობ­რე­ბო! იმ სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს, სა­დღეგ­რძე­ლო­ში რომ იტყვი­ან: ვი­ყოთ, პაწა, ერ­ხანს! ფუი" - წერს შე­ვარ­დნა­ძე.

მას კო­მენ­ტა­რებ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა რე­ჟი­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე: "რა მო­ვა­ხერ­ხეთ, რააა?! ომში უნდა ჩავბმუ­ლი­ყა­ვით?! ბ-ნი ედუ­არ­დი ჩა­ებ­მე­ბო­და!!!არას­დროს!!!!"

პა­ა­ტა შე­ვარ­დნა­ძე: ქეთი, შენ იცი რო­გორ გა­ფა­სებ! ძა­ლი­ან გთხოვ, არა­ვინ, დე­და­მი­წის ზურ­გზე ამას ჩვენ­გან არ ითხოვ­და. ტყუ­ი­ლია და მორ­ჩა! ერ­თად ერთი მახ­სენ­დე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ჩი­ნოს­ნის ნათ­ქვა­მი (გვა­რი არ მახ­სოვს), სა­ნამ ჩვენ აქ რუ­სებს ვებ­რძვით, ადე­ქით და აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო და­იბ­რუ­ნე­თო. სხვა­თა შო­რის, სრუ­ლი­ად ოპო­ზი­ცი­ა­მაც დაგ­მო ეს მო­წო­დე­ბა. მეტი გან­ცხა­დე­ბა თუ გა­კე­თე­ბუ­ლა რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფოს ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ - მზად ვარ დიდი ბო­დი­ში მო­გი­ხა­დო!

1