"დღეს დემოკრატიულ სამყაროს აქვს ერთიანი პოზიცია: რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს - უკრაინამ უნდა მოიგოს ომი!" - კვირის პალიტრა

"დღეს დემოკრატიულ სამყაროს აქვს ერთიანი პოზიცია: რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს - უკრაინამ უნდა მოიგოს ომი!"

უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერის" გვერდზე წერს.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეიარაღების გაზრდა თამაშობს.

"დღეს დემოკრატიულ სამყაროს აქვს ერთიანი პოზიცია: რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ ჩვენი მიზნები უფრო ამბიციურია: უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეიარაღების გაზრდა. პარიტეტულობა არის გამარჯვების გასაღები", - წერს პოდოლიაკი.