"მთელი თბილისის ელიტა ომამდე ჩვენთან ისვენებდა..." - მსახიობი აფხაზეთის ომის მძიმე დღეებსა და სასტიკად მოკლულ ბაბუაზე - კვირის პალიტრა

"მთელი თბილისის ელიტა ომამდე ჩვენთან ისვენებდა..." - მსახიობი აფხაზეთის ომის მძიმე დღეებსა და სასტიკად მოკლულ ბაბუაზე

ჩვენ გვერ­დით ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ისე­თი, ვი­საც ომის სა­ში­ნე­ლე­ბა სხვა­დას­ხვა დროს სა­კუ­თარ თავ­ზე აქვს გა­მოც­დი­ლი - და­კარ­გუ­ლი ჰყავს ოჯა­ხის წევ­რი და სა­კუ­თარ მი­წა­ზე დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი...

მსა­ხი­ო­ბი გვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და მისი ოჯა­ხი ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კინ­დღში ცხოვ­რობ­და. ზღვის­პი­რას გაშ­ლი­ლი ულა­მა­ზე­სი სა­კუ­რორ­ტო ზონა სავ­სე იყო და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლე­ბით, მოს­წავ­ლე­თა ბა­ნა­კე­ბით, ულა­მა­ზე­სი პლა­ჟით, ციტ­რუ­სით და ევ­კა­ლიპ­ტე­ბის ტყით...

gvanca-1655564834.jpg
გვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ოჯახ­თან ერ­თად, აფხა­ზეთ­ში

გვან­ცას და მის ოჯახს აფხა­ზე­თის ომით დიდი ტკი­ვი­ლი და ზი­ა­ნი მი­ად­გა. ის ტკი­ვი­ლი დღეს, უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე უმ­ძაფ­რდე­ბათ და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ტკი­ვილს მე­ტად გა­ნიც­დი­ან...

გვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი:

- სა­ო­ცა­რი ად­გი­ლი იყო კინ­დღი, მთე­ლი თბი­ლი­სის ელი­ტა ზა­ფხუ­ლო­ბით ჩვენ­თან ის­ვე­ნებ­და. ომი რომ და­ი­წყო, მა­მამ სა­ცხოვ­რებ­ლად, თბი­ლის­ში გად­მოგ­ვიყ­ვა­ნა, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად, რო­გორც კი სი­ტუ­ა­ცია ცო­ტა­თი დამ­შვიდ­დე­ბო­და, უკან ვბრუნ­დე­ბო­დით... მახ­სოვს, ერთ-ერთი დაბ­რუ­ნე­ბი­სას რუ­სებ­მა ტა­მიშ­ში დე­სან­ტი გად­მოს­ხეს. სა­ში­ნე­ლი ბრძო­ლე­ბი გა­ჩაღ­და. ორი ქარ­თუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი მთლი­ა­ნად ამოჟ­ლი­ტეს და ერთ-ერთი და­ბომბვის შე­დე­გად ბი­ცო­ლა (დე­და­ჩე­მის ძმის ცოლი) მა­რი­ნა ჯა­ლა­ღო­ნია, რო­მე­ლიც დრან­და­ში დე­დას სტუმ­რობ­და, და­ი­ღუ­პა.

მას­თან ერ­თად და­ი­ღუპ­ნენ დე­და­მი­სი და 18 წლის რძა­ლი, რო­მე­ლიც 2 თვის ორ­სუ­ლი იყო... ბომ­ბი მათ ეზო­ში ჩა­მო­ვარ­და და ისი­ნი წამ­ში ნა­წი­ლე­ბად დაფ­ლი­თა. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა 5 თვის ჩვი­ლი, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი, და­ვით თუ­თი­სა­ნი, ბი­ცო­ლა­ჩემს ხელ­ში ეჭი­რა. პა­ტა­რა დე­დას, რო­გორც ჩანს, მისი სხე­უ­ლით მთლი­ა­ნად და­უ­ცავს. მკლა­ვებ­ში ისე მო­ემ­წყვდია, რომ ბავ­შვი უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა. მას მხო­ლოდ შუბ­ლზე ჰქონ­და პა­ტა­რა ჭრი­ლო­ბა, - დე­დის მკერ­დი­დან გა­მო­სუ­ლი ნამ­სხვრე­ვით და­უ­ზი­ან­და. ეს ღვთის სას­წა­უ­ლი იყო!.. უფ­ლის ნე­ბით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი, ახლა უკვე დიდი ბი­ჭია...

gvanca2-1655564834.jpg

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ნე­ლი იყო აფხა­ზეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო 10 დღე:

როცა და­ზა­ვე­ბა გა­მო­ცხად­და, იქ მცხოვ­რებ­მა ქარ­თვე­ლებ­მა კი და­ი­ჯე­რეს, რომ აფხა­ზე­თი გა­დარ­ჩა. ჩვენც სახ­ლში დავ­ბრუნ­დით, სკო­ლა­ში სწავ­ლა უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო და ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით... თუმ­ცა მალე სო­ხუ­მი ალ­ყა­ში მო­ექ­ცა. კინ­დღიც მთლი­ა­ნად ალ­ყა­ში იყო. ზღვი­დან ვი­ბომ­ბე­ბო­დით. ჩვენ გვერ­დით მდე­ბა­რე ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი - ახალ­და­ბა მი­წას­თან გა­ას­წო­რეს. სა­ო­ცა­რი სი­სას­ტი­კის მომსწრე­ნი გავ­ხდით... ვინც იქი­დან გა­მო­აღ­წია, ტყე-ტყე გა­მო­იქ­ცა და კინ­დღში შე­მო­ვი­და. მათ ჩვე­ნი სარ­და­ფე­ბი და­ვუთ­მეთ, სა­დაც ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი ვი­მა­ლე­ბო­დით. მა­მა­კა­ცე­ბი კი სო­ფელს კბი­ლე­ბით იცავ­დნენ, რად­გა­ნაც მათ ზურგს უკან ოჯა­ხე­ბი, შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე­ე­ბი, დე­დე­ბი იყ­ვნენ... მახ­სოვს, რო­გორ თავ­დე­ბო­და ტყვია-წა­მა­ლი, რო­გორ გა­თავ­და გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც... (გაგრძელება)