"კამათი ჯგუფურ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა" - რუსთავში 3 ადამიანი დაჭრეს - კვირის პალიტრა

"კამათი ჯგუფურ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა" - რუსთავში 3 ადამიანი დაჭრეს

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 3 ადამიანი დაჭრეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი ერთმანეთს თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი კამათი ჯგუფურ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულები კლინიკა "რუსთავში"გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.