"უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს" - რას აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი? - კვირის პალიტრა

"უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს" - რას აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი?

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსი დანილოვის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს. ამის შესახებ დანილოვმა The Globe and Mail-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დანილოვის თქმით, ყველა აღნიშნული თავდასხმის მცდელობა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში მოხდა. ამასთან, დანილოვმა ზელენსკიზე თავდასხმის დეტალები არ გაასაჯაროვა, თუმცა აღნიშნა, რომ ჩეჩენი მებრძოლები იყვნენ, რომელთაც ზელენსკის მოკვლა დაევალათ, მაგრამ "მთლიანად განადგურდნენ".

ალექსი დანილოვმა დასძინა, რომ ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის პარტნიორების მიერ ქვეყნისთვის საჭირო იარაღის მიწოდება იქნება.

"ინტერპრესნიუსი"