"რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა წლები გაგრძელდეს" - რას აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი? - კვირის პალიტრა

"რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა წლები გაგრძელდეს" - რას აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი?

რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა წლები გაგრძელდეს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild am Sonntag-ი ავრცელებს.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის უახლესი იარაღის მიწოდება დონბასის რეგიონის რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლების შანსს გაზრდის.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ფაქტისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. მაშინაც კი თუ ხარჯები მაღალია, ჩვენ არ უნდა შევამციროთ უკრაინის მხარდაჭერა, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერის კუთხით, არამედ ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდის გამო“, - აღნიშნა ნატო-ს გენმდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"