"თბილისში ღამით მთვრალი დავდიოდი, ვხატავდი კატას... 10 000 ლარით დამაჯარიმეს" - რას წერს მიხეილ ვრონსკი, კაცი, რომლის ნახატებმაც შეთქმულების თეორიები გააჩინა - კვირის პალიტრა

"თბილისში ღამით მთვრალი დავდიოდი, ვხატავდი კატას... 10 000 ლარით დამაჯარიმეს" - რას წერს მიხეილ ვრონსკი, კაცი, რომლის ნახატებმაც შეთქმულების თეორიები გააჩინა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ ვრონ­სკი 10 ათა­სი ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. ვრონ­სკი სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას კა­ტის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ხა­ტავ­და, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში ამის გამო სხვა­დას­ხვა შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია გა­ა­ჩი­ნა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, კაცი სა­კუ­თა­რი კა­ტის, "ში­შას" გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხა­ტავ­და. ნა­ხა­ტე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რად­გან გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ის ამ გზით გარ­კვე­ულ მი­ნიშ­ნე­ბებს ტო­ვებ­და.ვრონ­სკის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ან­გა­რი­ში­დან ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ერთი წე­ლია იმ­ყო­ფე­ბა. სახ­ლში, სა­დაც მი­ხე­ი­ლი ცხოვ­რობ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს, და­კი­თხეს, თუმ­ცა რუ­სულ არ­მი­ას­თან, ან სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან კავ­ში­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ იპო­ვეს. მისი თქმით, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მხო­ლოდ "მო­სა­წე­ვი“ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში აპ­რილ­ში გა­მო­ჩე­ნილ­მა კა­ტის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ა­ში­ნა. იდუ­მა­ლი ნა­ხა­ტე­ბის ავ­ტო­რი თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობს.

მი­ხე­ილ ვრონ­სკი "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ამ თე­მა­ზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ფუ­ლის შე­საგ­რო­ვებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

მი­ხე­ილ ვრონ­სკი:

- ორი­ო­დე კვი­რის წინ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მქონ­და, დღეს გა­მო­ვი­ტა­ნე გა­ნა­ჩე­ნი და პას­პორ­ტი. პრო­კუ­რო­რი თავ­და­პირ­ვე­ლად 6-12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ითხოვ­და, მაგ­რამ 10 000 ლა­რის ჯა­რი­მა­ზე და­თან­ხმდა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 3400 დო­ლარს შე­ად­გენს.

ად­ვო­კატ­მა თქვა, რომ თუ ნა­ხე­ვარს მა­ინც გა­და­ვიხ­დი, მა­შინ არ და­მა­კა­ვე­ბენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის პრობ­ლე­მა არ შე­მექ­მნე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ღა­მით მთვრა­ლი დავ­დი­ო­დი, ვხა­ტავ­დი კა­ტას, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზეა და რო­მელ­საც შიშა ჰქვია. ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ, აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტე­ბის წერა, რომ ეს რა­ღა­ცას ნიშ­ნავ­და. ერთი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რი იმ დას­კვნამ­დე მი­ვი­და, რომ ჩემი სტენ­სი­ლე­ბი მხო­ლოდ იმ ობი­ექ­ტებ­ზე იყო, სა­დაც და­ბომბვის დროს თა­ვის შე­ფა­რე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. და­ი­წე­რა ისიც, რომ ეს რუ­სუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის კვა­ლი იყო. ში­შას შე­სა­ხებ ახა­ლი ამ­ბე­ბი გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნეტ­ში, გა­ზე­თებ­სა და ცენ­ტრა­ლურ არ­ხებ­ზე.

ქარ­თვე­ლებ­მა მა­სი­უ­რად და­ი­წყეს ჩი­ვი­ლი, რომ ეს ნა­გა­ვი იყო, ეკ­ლე­სი­ამ გა­მოთ­ქვა აზრი, რომ ში­შა­ში სა­ტა­ნიზ­მის ნიშ­ნე­ბია. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, პო­ლი­ცია ია­რა­ღით შე­მო­იჭ­რა ჩემს სა­ცხოვ­რე­ბელ­ში. სახ­ლის გა­რეთ 15 მან­ქა­ნა იდგა.

6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ რუ­სუ­ლი არ­მი­ის კვალს და მხო­ლოდ "მო­სა­წე­ვი“ იპო­ვეს. შემ­დეგ თბი­ლის­ში თი­თო­ე­ულ სტენ­სილ­თან შე­მო­მა­ტა­რეს და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, მე დავ­ხა­ტე თუ არა. ამის შემ­დეგ იყო 12-სა­ა­თი­ა­ნი და­კი­თხვა, სა­დაც და­ვამ­ტკი­ცე, რომ ეს უბ­რა­ლოდ კატა იყო და არა­ფე­რი მაქვს სა­ერ­თო სამ­ხედ­რო­ებ­თან.

გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რეს ჩემ­მა ტე­ლე­ფო­ნებ­მა და ლეპ­ტო­პებ­მა. სას­ტი­კად სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მე მას­ში აღ­მოვ­ჩნდი...“ - წერს მი­ხე­ილ ვრონ­სკი.