"საქართველოვ, თუ გინდა გქონდეს ევროპული მომავალი, იმოქმედე!" - რას წერს ლიზა იასკო - კვირის პალიტრა

"საქართველოვ, თუ გინდა გქონდეს ევროპული მომავალი, იმოქმედე!" - რას წერს ლიზა იასკო

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის უკ­რა­ი­ნე­ლი მე­უღ­ლე, ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რი­თაც ხვალ, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა.

იას­კოს თქმით, 20 ივ­ნისს და­გეგ­მილ აქ­ცი­ას მი­ლი­ო­ნო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი და­უ­ჭერს მხარს.

"ის, რაც პა­რას­კევს მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლოს რომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი არ მი­ა­ნი­ჭეს, კა­ტას­ტრო­ფაა მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის. ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა ში­ნა­გა­ნი ენერ­გი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლის გა­ნახ­ლე­ბა და სი­ძულ­ვი­ლის, აგ­რე­სი­ის, პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლად შე­ჩე­რე­ბა! თქვენ უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა მო­მა­ვალ­ზე და არ და­კარ­გოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ძვირ­ფა­სი დრო წარ­სუ­ლი­სა და აწ­მყო­ზე ჩხუბ­ში! ვერ ვხვდე­ბი ამას რო­გორ იტა­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი!

2013 წელს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ფეხ­ზე დად­გნენ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად! და ჩვენ ბევ­რნი ვი­ყა­ვით. ბევრ ახალ­გაზ­რდას არ აინ­ტე­რე­სებ­და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ხე­ლე­ბი, მაგ­რამ ჩვენ, რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, პირ­ველ რიგ­ში ვღე­ლავ­დით უკ­რა­ი­ნის მო­მა­ვალ­ზე ევ­რო­პულ ოჯახ­ში და სი­მარ­თლე­ზე! სა­ქარ­თვე­ლოვ, თუ გინ­და გქონ­დეს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი - იმოქ­მე­დე! მოქ­მე­დე­ბე­ბია სა­ჭი­რო და არა გან­ცხა­დე­ბე­ბი! გჯე­რო­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის და შე­წყვი­ტეთ ნი­ჰი­ლიზ­მი და ცი­ნიზ­მი, რო­მე­ლიც თქვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს! შე­წყვი­ტეთ ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი­დან არა­რა­სე­ბით­ზე! შე­ა­ჩე­რეთ სი­ძულ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს თქვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში! ჩემ­თვის, რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლის­თვის, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია და აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ნახ­ვა. ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში, ჩვენ უკ­რა­ი­ნა­ში შევ­ნატ­რო­დით ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო მა­შინ იყო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და წარ­მა­ტე­ბე­ბი ჰქონ­და. მა­შინ ჩვენ ია­ნუ­კო­ვი­ჩი გვყავ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

ახლა კი სე­რი­ო­ზუ­ლი უფსკრუ­ლია… რო­მე­ლიც უნდა გა­ნი­კურ­ნოს და შე­იც­ვა­ლოს! ხვალ მი­ლი­ო­ნო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი მხარს და­გი­ჭერთ!" - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" ლიზა იას­კო.

ცნო­ბის­თვის, 20 ივ­ნისს თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში აქ­ცია "შინ ევ­რო­პის­კენ“ გა­ი­მარ­თე­ბა. აქ­ცია თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ, 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

აქ­ცია "სირ­ცხვი­ლი­ას“ და სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა­ვენ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

Ambebi.ge