სანზონაში, ერთ-ერთ ბინაში გახრწნილი ხორცის აღმოჩენის საქმეზე გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

სანზონაში, ერთ-ერთ ბინაში გახრწნილი ხორცის აღმოჩენის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სანზონაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში აღმოჩენილ გახრწნილ ხორცს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გახრწნილი ხორცის აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, სანზონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში გახრწნილი ხორცი იპოვეს. მეზობლების ცნობით, ბინის მეპატრონე 40 წლამდე ასაკის ექიმი-თერაპევტია, რომელმაც გამომძიებლებს თავდაპირველად კარი არ გაუღო და ბინაში შესვლა ძალისმიერი მეთოდით მოუწიათ. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი დალუქულია.