"რუსეთის ფედერაციამ შავ ზღვაში გემების ჯგუფის შემადგენლობა შეავსო" - ოპერატიული სარდლობა - კვირის პალიტრა

"რუსეთის ფედერაციამ შავ ზღვაში გემების ჯგუფის შემადგენლობა შეავსო" - ოპერატიული სარდლობა

რუსეთის ფედერაციამ შავ ზღვაში გემების ჯგუფის შემადგენლობა შეავსო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„შავ ზღვაში მტრის გემების ჯგუფმა შემადგენლობა შეავსო. ამიერიდან იქ იმყოფება ფრთოსანი რაკეტების 3 ზედაპირული და 3 წყალქვეშა გადამზიდავი, რომელთა საერთო არსენალი 36 რაკეტას შეადგენს, ასევე განლაგებულია 3 დიდი სადესანტო ხომალდი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინული მედია წერს, რომ ამჟამად რუსეთი წყალქვეშა ფლოტზეა ორიენტირებული.

IPN