"ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გადაჯგუფების აღკვეთას ხუთი მიმართულებით ცდილობენ" - გენშტაბი - კვირის პალიტრა

"ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გადაჯგუფების აღკვეთას ხუთი მიმართულებით ცდილობენ" - გენშტაბი

მტერი ცდილობს, ლიმანის, ავდიივკას, კურახივის, ნოვოპავლივის და ზაპორიჟიეს მიმართულებებით ჩვენი ჯარების ქვედანაყოფების გადაჯგუფება აღკვეთოს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის არტილერიით ცეცხლი გაუხსნეს კალინოვეს, ოჩერეტინეს, ბერდიჩის, ჟელანის, ტონენკეს, სივერნეს, ორლივკას, სემენივკას, ვესელეს, ავდიივკას, ნეტაილოვეს, ვოდიანეს, ოპიტნეს, პერვომაისკეს, პისკის, კრასნოჰრივკას, მარინკას, ნოვომიხაილივკას, პავლივკას, შებჩინკოს, ველიკა ნოვოსილკას, ვრემივკას, ოლჰივსკეს, ზელენე პოლეს, ნოვოპილის, თემირივკას, პოლტავკას, მალინივკას, ჩერვონეს, ზალიზნიჩნეს, ჰულიაიპილსკეს, ნოვოდანილივკას, ორიხივის რაიონებს.

ამასთან, ლიმანის მიმართულებით მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა „სუ-25“ ტიპის ორი თვითმფრინავით სოფელ პრიშიბთან და სარაკეტო დარტყმა - სოფელ მაიაკის მახლობლად.

„აგრესორებმა სუმის ოლქის სოფელ სერედინა-ბუდას ტერიტორიაზე საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს.

სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა და საარტილერიო ცეცხლი გახსნა ტიმოფიევკასა და მოროზოვა დოლინას დასახლებებში.

ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის ძალების უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლის აღკვეთაზე. მტერმა ინტენსიური ცეცხლი გახსნა კოზაჩა ლოპანის, მალი პროხოდის, დემენტივკას, პეტრივკას, ვერხნი სალტივის, რუბეჟნოეს დასახლებებსა და ხარკოვის გარეუბნებში.

სლავიანსკის მიმართულებით, მტერმა საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები მიაყენა ჩეპილის, პრიშიბის, პროტოპოპივკას, ველიკა კომიშუვახას, დიბრივნეს, ვირნოპილიას, მაიაკის, კურულკას, ბოჰოროდიჩნეს, მაზანივკას, კრასნოპილიას და დოლიას რაიონებს.

დონეცკის მიმართულებით მტრის ძალისხმევა მიმართულია სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებზე. ის ინტენსიურად იყენებს ავიაციას.

სევეროდონეცკის მიმართულებით, მტერმა ცეცხლი გაუხსნა ლისიჩანსკის, სიროტინეს, ვორონოვეს, ბორივსკეს, ბილა ჰორას, უსტინივკას, მირნა დოლინას და ტოშკივკას დასახლებებს და საჰაერო დარტყმები განახორციელა „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავებით ბილა ჰორასა და მირნა დოლინას მახლობლად. ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დასამყარებლად ბრძოლა გრძელდება", - აღნიშნულია ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, მტერმა საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები მიაყენა ორიხოვეს, ზოლოტე-3, მიკოლაივკას, ბერესტოვის, ბილოჰორივკას, იაკოვლივკას, პოკროვსკეს, კლინოვეს, ზაიცევესა და ნიუ-იორკის რაიონებს. ასევე, საჰაერო დარტყმა განახორციელა იაკოვლივკას მახლობლად და სარაკეტო დარტყმები მიაყენა ტრავნევეს, დოლომიტნის, ზაიცევისა და ნიუ-იორკის ახლომდებარე ტერიტორიებს.

IPN