გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტომას კენედის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - კვირის პალიტრა

გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტომას კენედის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გორ­ში, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქის, ტო­მას კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლებს 20 და 21 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლებს 21 და 20-20 წლით, ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულს 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ. რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბულს, მის­თვის სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 7 დღის ვა­და­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

„გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქის ჯგუ­ფუ­რად, ან­გა­რე­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბის­თვის, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლებს 20 და 21 წლით, ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულს 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2021 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, გორ­ში, ოთხი პირი, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი, თავს და­ეს­ხა დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს, ძა­ლა­დო­ბით და­ე­უფლნენ მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, სა­ბან­კო პლას­ტი­კურ ბა­რათს და ფუ­ლად თან­ხას.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, და­ზა­რა­ლე­ბულს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი მდი­ნა­რე მტკვარ­ში და­ახ­რჩეს.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უთხრეს მე­გო­ბარს, რო­მელ­მაც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი 10 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. ოთხს ბრალ­დე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლე­ბით წა­რედ­გი­ნათ. ხოლო ერთ პირს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა.

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ, ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლებს 21 და 20-20 წლით, ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულს 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ. რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბულს, მის­თვის სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 7 დღის ვა­და­ში გა­ი­მარ­თე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge