"დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება... წლის ბოლოს საქართველო ხდება კანდიდატი ქვეყანა. არ გჯერათ?" - რას წერს გიგი უგულავა - კვირის პალიტრა

"დღეს რუსთაველზე ზღვა იქნება... წლის ბოლოს საქართველო ხდება კანდიდატი ქვეყანა. არ გჯერათ?" - რას წერს გიგი უგულავა

დღეს რუს­თა­ველ­ზე ზღვა იქ­ნე­ბა - რად­გან ასე იყო 1989 წლის 9 აპ­რილს, ასე იყო 2003-ის 23 ნო­ემ­ბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივ­ნისს, ასე იყო ყო­ველ­თვის, როცა რუ­სე­თი­დან გაქ­ცე­ვის შან­სია. ასე იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის, როცა რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხეა, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გიგი უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე დღეს და­გეგ­მილ აქ­ცი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით: "შინ ევ­რო­პის­კენ“ ეხ­მა­უ­რე­ბა.

უგუ­ლა­ვას თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად ქვე­ყა­ნა­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს "დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია“, რის­თვი­საც სა­ჭი­როა "ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბის“ წას­ვლა.

"დღეს რუს­თა­ველ­ზე ზღვა იქ­ნე­ბა. რა­ტომ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი? იმი­ტომ რომ ასე იყო 1989 წლის 9 აპ­რილს, ასე იყო 2003-ის 23 ნო­ემ­ბერს, ასე იყო 2019-ის 20 ივ­ნისს. ასე იყო ყო­ველ­თვის, როცა რუ­სე­თი­დან გაქ­ცე­ვის შან­სია, ასე იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის, როცა რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხეა.

ამო­ცა­ნა არას­დროს ყო­ფი­ლა ასე­თი ცხა­დი და ხელ­შე­სა­ხე­ბი. წლის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი. ამი­სათ­ვის უნდა მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია. ამი­სათ­ვის ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბა უნდა წა­ვი­დეს. სა­ჭი­როა ახა­ლი, დიდი ძა­ლის­ხმე­ვა, რომ ეს გეგ­მა შეს­რულ­დეს. ამი­სათ­ვის: რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი; ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა; ას დღე­ში ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მის და­წყე­ბა; წლის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო ხდე­ბა კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა;

არ გჯე­რათ? წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია? კი თუ სახ­ლში დარ­ჩე­ბი დღეს. დღე­ვან­დე­ლი დღე გან­სა­ზღვრავს, ეს ილუ­ზი­აა თუ რე­ა­ლო­ბა. მომ­დევ­ნო ექ­ვსი თვე დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და მა­რა­თო­ნი გვაქვს წინ, მაგ­რამ წინ ევ­რო­პაა. ერ­თად წა­ვი­დეთ შინ, სახ­ლში ევ­რო­პის­კენ“, - წერს გიგი უგუ­ლა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში აქ­ცია "შინ ევ­რო­პის­კენ“ გა­ი­მარ­თე­ბა. აქ­ცია თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ, 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

აქ­ცია "სირ­ცხვი­ლი­ას“ და სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა­ვენ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.