"ესაა ამის სტი­ლი, სა­დაც ფუ­ლია იქაა. ყო­ფი­ლი "ნაცი" არ არსებობს!" - დუტა სხირტლაძის მოწოდება 20 ივნისის აქციაზე წასვლასთან დაკავშირებით და კრიტიკა კოლეგისგან - კვირის პალიტრა

"ესაა ამის სტი­ლი, სა­დაც ფუ­ლია იქაა. ყო­ფი­ლი "ნაცი" არ არსებობს!" - დუტა სხირტლაძის მოწოდება 20 ივნისის აქციაზე წასვლასთან დაკავშირებით და კრიტიკა კოლეგისგან

"20 ივ­ნი­სი 20:00 სთ. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის ყვე­ლა ერ­თად უნდა დავ­დგეთ" - ამ სი­ტყვე­ბით უერ­თდე­ბა მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დუტა სხირტლა­ძე აქ­ცი­ას სა­ხელ­წო­დე­ბით "შინ ევ­რო­პის­კენ“, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ არის და­გეგ­მი­ლი.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნის პო­ზი­ცი­ამ სხვა­დას­ხვა რე­აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­გორც მხარ­დამ­ჭე­რი, ასე­ვე კრი­ტი­კუ­ლი:

"ვა, ასე ად­ვი­ლია ყვე­ლა­ფე­რი...?!!!!!“ - წერს კო­მენ­ტა­რებ­ში იუ­მო­რის­ტი ვა­სი­კო ოდიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დუ­ტას მსგავ­სად "ტე­ლე­ი­მედ­ში “ მუ­შა­ობს.

duta-vaska-1655720020.png

"2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს სად იყა­ვი ?! ეგებ შეგ­ვახ­სე­ნო?"

"2007 წლის 7 ნო­მებ­რის ზონ­დერ ნა­ცე­ბის მიერ, მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შემ­დეგ ამ დუ­ტას გა­მოს­ვლა "რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში არ და­მა­ვი­წყდე­ბა. სულ მა­გი­და­ზე უბ­რა­ხუ­ნა ხე­ლე­ბი ისე გა­ლან­ძღა ოპო­ზი­ცია! ესაა ამის სტი­ლი, სა­დაც ფუ­ლია იქა. დიახ ყო­ფი­ლი ნაცი არ არსბობს! უმა­დუ­რი ღო­რე­ბი..."

photo-1655720071.jpg

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში აქ­ცია „შინ ევ­რო­პის­კენ“ გა­ი­მარ­თე­ბა. აქ­ცია თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ, 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

აქ­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ და სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა­ვენ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ambebi.ge