"ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ზომები, თუ ლიეტუვა კალინინგრადის ოლქისკენ ტვირთების ტრანზიტს სრულად არ განაახლებს" - რუსეთის საგარეო უწყება - კვირის პალიტრა

"ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ზომები, თუ ლიეტუვა კალინინგრადის ოლქისკენ ტვირთების ტრანზიტს სრულად არ განაახლებს" - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად, თუ ლიეტუვა, უახლოეს მომავალში, სრულად არ განაახლებს ტვირთების ტრანზიტს კალინინგრადის ოლქისკენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ლიეტუვის პროვოკაციულ ზომებს, რომელიც არღვევს ლიეტუვის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ტერიტორიას შორის ტრანზიტის შესახებ, ღიად მტრულად განწყობილად მივიჩნევთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ლიეტუვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვირჯინია უმბრასენი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივნისს საკუთარ ტერიტორიაზე კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.

IPN