"მოვუწოდებ ჩემს ყველა თანამებრძოლს და "ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით" - კვირის პალიტრა

"მოვუწოდებ ჩემს ყველა თანამებრძოლს და "ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით"

მოვუწოდებ ჩემს ყველა თანამებრძოლს და "ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ის აღნიშნავს, უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს.

"მოვუწოდებ ჩემს ყველა თანამებრძოლს და "ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით. ყველა, ვინც მოგვიწოდებს დაველოდოთ რაიმე წყალობას, ვინმეს იძულებას, პრაქტიკულად გვთხოვს მორიგ ჯერზე მოვიტყუოთ თავი.

ჩვენი ევროპული მომავლის ბედი ჩვენს ხელშია. ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე. იმისთვის, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია, ოლიგარქს მთავრობის სახით, მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამოეცალოს. უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"